11 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო აქციაზე ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჯეინ ფონდა დააკავეს.

81 წლის მსახიობი აპირებს ყოველკვირეულად მიიღოს მონაწილეობა პარასკევის გაფიცვით ცნობილ საპროტესტო აქციებში, სადაც ხელისუფლებისა და დიდი კორპორაციების მიერ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგაშო შედეგების უარყოფას აკრიტიკებენ და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, გასულ პარასკევს ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად კიდევ 15 დემონსტრანტი დააკავეს აქციის გამართვის წესების დარღვევის ბრალდებით.

ინტერნეტში მსახიობის დაკავების კადრებიც გავრცელდა:

ჯეინ ფონდა ცნობილია თავისი აქტივიზმით: ის ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა საჯაროდ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. თანაც ეს მისი დაპატიმრების პირველი შემთხვევა არ არის: პირველად იგი 1970 წელს ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ფოტო: Cleveland Police