5 მიზეზი, რატომაც გერმანიაში უნდა ისწავლო
სტუდენტების უმრავლესობას ერთხელ მაინც უფიქრია, ხომ არ გაეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ? როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირველი, რაც უნდა აირჩიოთ ქვეყანაა. გახსნილი საზღვრები და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ სტატიით ვეცდებით, რომ თქვენი არჩევანი გერმანიაზე შევაჩეროთ.
სანამ სხვა დეტალებზე გადავალთ გეტყვით, რომ მსოფლიოს სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად გერმანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია და 2018 წლის მონაცემებით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.
1. გერმანიაში შეგიძლიათ უფასოდ ისწავლოთ
გერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც შეგიძლიათ ისე მიიღოთ უმაღლესი განათლება, რომ ამაში ფული არ გადაიხადოთ. დამეთანხმებით, რომ მომავალი სტუდენტებისთვის თანხა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და საზღვარგარეთ სწავლა იაფი სულაც არ არის. ამიტომ ეს პირველი და მთავარი უპირატესობაა, რატომაც გერმანიაში სწავლის გაგრძელება ნამდვილად კარგი იდეაა.
2014 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც სწავლას გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს, თავისუფლდება ჩვეულებრივი სწავლის საფასურის გადახდისგან. უცხოელ სტუდენტებს მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების გადახდა მოუწევთ, როგორიცაა სტუდენტური შენატანი, სტუდენტური გაერთიანების საფასური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი, რაც მთლიანობაში სემესტრში საშუალოდ 250 ევროს შეადგენს.
2. გერმანიის სასწავლო პროგრამები მსოფლიოშია აღიარებული
მომავალი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კარგად გამოიყენებს ის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას. გერმანიაში თანამედროვე სასწავლო სისტემაა და აქ მიღებული განათლება ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. სასწავლო გეგმა მუდმივად იხვეწება და იცვლება, გერმანიაში ზრუნავენ, რომ თეორიული ცოდნა სტუდენტებს რაც შეიძლება სწორად მიაწოდონ და პრაქტიკულ, კვლევით ნაწილშიც მისცენ გამოცდილება. შესაბამისად, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ თქვენს დიპლომს საერთაშორისო ძალა ექნება, რადგან მას ყველგან აღიარებენ და თამამად შეგეძლებათ, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლობას შეეჭიდოთ.
3. ცხოვრების ხელმისაწვდომი ფასები
თანხის მენეჯმენტი კიდევ ერთი ახალ გამოწვევა იქნება, რომელთან გამკლავებაც მოგიწევთ, თუ სასწავლებლად საზღვარგარეთ წახვალთ. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით გერმანიის ქალაქები საცხოვრებლად უფრო იაფია. რა თქმა უნდა, პრესტიჟულ უბნებში მაღალ ფასებს უნდა ელოდოთ, თუმცა თუ მოინდომებთ ხელმისაწვდომ ვერსიას ნამდვილად იპოვით.
ქირაში ნაკლების დასახარჯად საუკეთესო გადაწყვეტილება მეწყვილის მოძებნაა, ასეთ შემთხვევაში თქვენი ხარჯები თანაბრად გაიყოფა და სახლის საქმეებისთვისაც ნაკლები დროის დახარჯვა მოგიწევთ. კვება, გართობა და თავის მოვლა მისაღებ ფასადაა შესაძლებელი. თუ თქვენს შემოსავალს სწორად გაანაწილებთ კაფეში მეგობრებთან ერთად გასვლას თავისუფლად მოახერხებთ. დამატებითი შემოსავლის მოძიებაში კი შემდეგ ქვეთავში მოგიყვებით.
4. სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის პარალელურად იმუშაონ
მალევე დარწმუნებით, რომ სწავლის გასაგრძელებლად გერმანია შესანიშნავი არჩევანია თუმცა, ცოტა დამატებით შემოსავალზეც ვისაუბროთ, რაც, ნამდვილად არ გაწყენთ. გერმანიაში საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ ნახევარ განაკვეთზე კვირაში 20 საათი იმუშაონ. დასაქმება თქვენსავე უნივერსიტეტშიც შეიძლება მოახერხოთ, როგორც აკადემიურმა ასისტენტმა და სამუშაოდ წასვლა შორს აღარ მოგიწევთ. ასე დამატებითი შემოსავალიც გექნებათ და თან გამოცდილებასაც მიიღებთ.
როგორც სტუდენტს თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ:
- ნახევარ განაკვეთზე;
- ზაფხულო ან ზამთრის არდადეგების დროს;
- გაიაროთ სტაჟირება;
- ჩაერთოთ მოხალისეობის პროგრამაში.
ასე თქვენ არა მხოლოდ სახარჯო ფული გექნებათ, არამედ გადასახადების გადახდასაც შეძლებთ და კარგი CV-ს შედგენასაც.
5. შეგიძლიათ მარტივად იმოგზაუროთ
სწავლის და სამუშაო გამოცდილების გარდა არ დაგავიწყდეთ, რომ თუ გერმანიაში წახვალთ ევროპის შუაგულში მოგიწევთ ცხოვრება. გერმანია საკმაოდ დიდი, საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყანაა, დასვენების დღეებში შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქს თუ მხარეს ეწვიოთ, გასინჯოთ შესანიშნავი ლუდი, გაერთოთ ყველაზე ცნობილ კლუბებში და ხელოვნების გამორჩეული ნიმუშებით დატკბეთ. ხოლო დედაქალაქის მოსანახულებლად გირჩევთ, მინიმუმ ერთი შაბათ-კვირა მაინც გამოყოთ.
როცა გერმანიის კულტურისა და ისტორიის გაცნობას მორჩებით გაიხსენეთ, რომ თქვენი სტუდენტური ვიზით თავისუფლად შეძლებთ ევროპის ულამაზესი ქვეყნებიც დაათვალიეროთ. ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია... თქვენს წინ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ასე რომ, ფული არდადეგებისთვისაც შეინახეთ.
მგონი საკმარისი მიზეზი გაქვთ, რომ გერმანიაში სწავლის გაგრძელებაზე იფიქროთ. მსოფლიო უნივერსიტეტების რანგირების ცხრილში არაერთი გერმანული უნივერსიტეტი შეგხვდებათ, მათ შორის არჩევანის გაკეთება რომ არ გაგიჭირდეთ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი დაგეხმარებათ. LEAF-ის მომსახურება ითვალისწინებს:
- სასურველი პროგრამების მოძიებას;
- ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევას;
- დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას;
- სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტის დამყარებას;
- შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნას.
გერმანულენოვანი College Counseling-ის მომსახურება საბაკალავრო და ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელ პროგრამებსა და ენის კურსებზე ვრცელდება. ერთ უნივერსიტეტზე მომსახურების ღირებულება 250 ლარია და შერჩეული უნივერსიტეტების მაქსიმალური რაოდენობა ოთხი. დამატებით ინფორმაცია სხვა დეტალებზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.
LEAF-ის შესახებ
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს ინგლისურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.
LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ. განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები