მთავრობა საბოტაჟს ახდენს, აღარ ვაპირებთ დოკუმენტების წარდგენას — ანაკლიის კონსორციუმი
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის "საბოტაჟირება მოახდინა" ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. მისივე თქმით, მათ 10 ოქტომბერს ჩააბარეს დოკუმენტაცია, სადაც კონკრეტული ხედვები იყო წარმოდგენილი და დღეს ისინი აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებენ.
კონსორციუმის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობამ ინვესტორი იმის გამო დაიწუნა, რომ "დასავლელი არ იყო", მეორე ფონდს კი მოთხოვნილი წერილი არ გაუგზავნეს:
"დღევანდელი 12 საათის ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, თუ რა განწყობა აქვთ, იმის ნაცვლად რომ გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარზე კიდევ ერთხელ ხდება ნეგატიური დაკნინება ამ პროექტის... ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, ჩვენ ურთულეს ვითარებაში ვმუშაობდით და შევძელით მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, ერთი ყაზახურ-ჰონკონგური ჯგუფი და მეორე ამერიკული. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობით შეხვედრისას დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ ამ ინვესტიციას რადგან არ იყვნენ დასავლელები, კერძოდ ამერიკელი ინვესტორები. ირონიულია ისიც, რომ ეს ინვესტორები ითხოვდნენ მარტივ რამეს: ღია მხარდაჭერას მთავრობისგან. ჩვენ მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. მათ მოითხოვეს წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მოანაწილეობას, ჩვენ ამ წერილს დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა ამერიკულ ფონდს, მაგრამ ეს წერილი არასოდეს არ მიუვიდა ადრესატს".
ლევან ახვლედიანის განცხადებით, კულუარებში მთავრობამ არერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ანაკლია არაა რენტაბელური ან კომერციულად გამართლებული. საჯარო გამოსვლებში იყო მხარდაჭერა, მაგრამ პირისპირ შეხვედრებში ხდებოდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო.
კონსორციუმის ხელმძღვანელი გამოეხმაურა, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, თუ საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს აღარ გაეკარება და იგი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება.
ლევან ახვლედიანის თქმით, ისინი ვერ დაარღვევენ "კონფიდენციალობის პუნქტს" და ვერ გაასაჯაროვებენ წერილს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ წერილში ზუსტად არის აღწერილი რა ქმედებებია საჭირო იმისათვის რომ პროექტი წინ წავიდეს.
მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს, ვადის ამოწურვამდე 6 საათით ადრე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს მიიღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებს ან კონკრეტულ ხედვებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სპეციალურად შექმნილი კომისია მიიღებს პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები