ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის თქმით, კულუარებში მთავრობამ არერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ "ანაკლია არაა რენტაბელური" ან "კომერციულად გამართლებული".

"საჯარო გამოსვლებში იყო მხარდაჭერა, მაგრამ პირისპირ შეხვედრებში ხდებოდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო", — თქვა ლევან ახვლედიანმა 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

კონსორციუმის ხელმძღვანელის ცნობით, მთავრობამ მათ მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ინვესტორი იმის გამო დაიწუნა, რომ "დასავლელი არ იყო", მეორე დასავლელ, ამერიკულ ფონდს კი მოთხოვნილი წერილი არ გაუგზავნა:

"დღევანდელი 12 საათის ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, თუ რა განწყობა აქვთ, იმის ნაცვლად რომ გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარზე კიდევ ერთხელ ხდება ნეგატიური დაკნინება ამ პროექტის... ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, ჩვენ ურთულეს ვითარებაში ვმუშაობდით და შევძელით მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, ერთი ყაზახურ-ჰონკონგური ჯგუფი და მეორე ამერიკული. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობით შეხვედრისას დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ ამ ინვესტიციას რადგან არ იყვნენ დასავლელები, კერძოდ ამერიკელი ინვესტორები. ირონიულია ისიც, რომ ეს ინვესტორები ითხოვდნენ მარტივ რამეს: ღია მხარდაჭერას მთავრობისგან. ჩვენ მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. მათ მოითხოვეს წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მოანაწილეობას, ჩვენ ამ წერილს დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა ამერიკულ ფონდს, მაგრამ ეს წერილი არასოდეს არ მიუვიდა ადრესატს".

დღეს, 15 ოქტომბერს 18 საათზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადა იწურება.

ამავე თემაზე: