ვეშაპები თევზაობას ახლებური ტექნიკით იწყებენ (ვიდეო)
კუზა ვეშაპები დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრ საკვებს საჭიროებენ. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანი ამისთვის საკუთარ ფარფლებს საკმაოდ წარმატებით იყენებს.
ალასკის სანაპიროებთან მკვლევარებმა პირველად დააფიქსირეს კუზა ვეშაპები, რომლებიც განსაკუთრებული ტაქტიკით ნადირობენ. მეცნიერები ამ ტექნიკას "ფარფლებით ვერტიკალურ მომწყემსვას" უწოდებენ. ასეთი სიზუსტით მისი ფირზე აღბეჭდვა პირველად გახდა შესაძლებელი.
კუზა ვეშაპები სიღრმიდან ამოყვინთვის პარალელურად უბრალოდ პირის ფართოდ გაღებით ნადირობენ, რა დროსაც გზად ნებისმიერ თევზს ნთქავენ. ზოგჯერ ვეშაპები წრიულად იწყებენ ცურვას და ჟანგბადის ბუშტუკების გამოშვებით ერთგვარ წრიულ "ბადეს" ქმნიან, საიდანაც მსხვერპლს გაქცევა უჭირს.
ვეშაპების ნადირობისა და კვების თავისებურებებზე დასაკვირვებლად მკვლევართათვის დრონის საშუალებით სიმაღლიდან გადაღება იდეალური აღმოჩნდა. მეცნიერთა ჯგუფი 2016 — 2018 წლის შუალედში აკვირდებოდა ამ გიგანტურ ძუძუმწოვრებს და ამ პერიოდში მათ ორი ვეშაპი შენიშნეს, რომლებიც ჰაერის ბუშტუკების "ბადის" შიგნით თევზების ერთ ჯგუფად შესამჭიდროვებლად მუდამ თავიანთ ფარფლებს იყენებდნენ.
"ფარფლებით ჰორიზონტალური მომწყემსვისას" ვეშაპები ჰაერის ბუშტუკების "ბადეს" ქმნიან, სანამ თავიანთი კუდის აქტიური მოძრაობით მისი საზღვრების დავიწროებას დაიწყებენ. "ფარფლებით ვერტიკალური მომწემსვისას" ვეშაპები კვლავ ჰაერის ბუშტუკების "ბადეს" იყენებენ, ოღონდ ამჯერად თავიანთ ფარფლებს მაღლა სწევენ (დაახლოებით ისე, როგორც რაგბის მსაჯები თავიანთ ალამს წარმატებული გარდასახვის შემდეგ) და ამგვარად თევზებს პირდაპირ თავიანთი პირისკენ მიერეკებიან. კიდევ უფრო დიდ ინტრესს ის ფაქტი იწვევს, რომ ზოგჯერ ისინი თავიანთ ფარფლებს იმგვარად ამოძრავებენ, რომ მათი შიდა ზედაპირის თეთრმა კანმა მზის შუქი აირეკლოს და ამან თევზების დეზორიენტაცია გამოიწვიოს.
ჯერ-ჯერობით ასეთი ქცევა მხოლოდ რამდენიმე ვეშაპის მაგალითზეა აღწერილი, თუმცა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს იშვიათი გამონაკლისი არ არის.
ამ გასაოცარი აღმოჩენის შესახებ მკვლევართა ჯგუფმა გუშინ, ჟურნალში Royal Society Open Science გამოქვეყნებული სტატიით ამცნო მსოფლიოს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები