ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ბიბლიოთეკები მოეწყობა
ეროვნული ბიბლიოთეკის, მოძრაობა ეკვილიბრიუმის მხარდაჭერით, კომპანია გალფის სპონსორობითა და ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანასწორობის" პროექტის "განათლება ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში სპეციალური სივრცეები მოეწყობა, სადაც ბიბლიოთეკები განთავსდება.
სულ საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ექვსი თავშესაფარი არსებობს: თბილისის კრიზისული ცენტრი, თბილისის თავშესაფარი, ასევე ქუთაისის, გორის, ბათუმის, სიღნაღის თავშესაფრები. საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობა ყველა მათგანში იგეგმება. ამ ეტაპზე კი სამუშაოები თბილისის თავშესაფარში დაიწყო.
"უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ნატალია ამირეჯიბი (დე პიტა) ქმნის ესკიზს ძლიერი ქალის გამოსახულებით და თავშესაფრის ერთი კედელი, რომელსაც ფემინისტური კედელი დავარქვით, ასე მოიხატება. სივრცეში განთავსდება თაროები, მაგიდები, მცენარეები, წიგნები. წიგნებით მომარაგებას ეკვილიბრიუმი უზრუნველყოფს. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თავშესაფრის ბენეფიციარებს განტვირთვის, დასვენების, მუსიკის მოსმენის, წიგნის წაკითხვის საშუალება ჰქონდეთ. თავშესაფარი დახურული დაწესებულებაა. მისი მისამართიც კი უცნობია საზოგადოებისთვის. ამდენად, აქ მყოფი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც გარესამყაროს, ფაქტობრივად, მოწყვეტილნი არიან, ასეთი სივრცის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს სივრცე მათ საშუალებას მისცემს თავშესაფრის კედლებს გასცდნენ, განიტვირთონ, იფიქრონ და რაც მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერა იგრძნონ" — აცხადებს ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანასწორობის" თავმჯდომარე ნინი სალუქვაძე.
ნინი სალუქვაძე
"ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ბიბლიოთეკების მოწყობა აქ მყოფ ბენეფიციარებს რეაბილიტაციაში, ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებაში თავიანთი ადგილის დაბრუნებაში დაეხმარება. ეს თემა ჩვენთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადავწყვიტეთ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მათი როგორც მატერიალური, ისე მორალური მხარდაჭერა. გალფი თავშესაფრებს ბიბლიოთეკების ავეჯით და სხვა ინვენტარით მოწყობაში დაეხმარება" — აცხადებს კომპანია გალფის ვიცე-პრეზიდენტი, ნინჩო ჯიბლაძე.
ნინჩო ჯიბლაძე
"მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: საქართველოში არსებულ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში, სადაც მხოლოდ ქალები არიან, ბიბლიოთეკები მოეწყობა შესაბამისი სამკითხველოებით. პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი და ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანასწორობა" განახორციელებენ, მხარდამჭერი კი ჩვენი ტრადიციული პარტნიორი, კომპანია გალფი იქნება" — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები