NGO-ები: პრეზიდენტის ვეტოში ასახული შენიშვნები ყველა პრობლემას არ ითვალისწინებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ისინი ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავენ საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსაც.
NGO-ები ამბობენ, რომ თუ კანონი აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შევა ძალაში, არასამთავრობოები მას გაასაჩივრებენ:
"მიუხედავად ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის თანმხვედრი და ერთგვაროვანი კრიტიკისა პრეზიდენტის წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტი შინაარსობრივად კვლავ ინარჩუნებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის უფლებამოსილების შეზღუდვის, ისე პლენუმის გაზრდილი კვორუმისა და გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესებს".
არასამთავრობოები განმარტავენ, მიუხედავად პრეზიდენტის შენიშვნებისა, რატომ რჩება აღნიშნული კანონი პრობლემურად. კერძოდ:
- პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, 2/3-იანი კვორუმი რიგ შემთხვევებში, მათ შორის, როდესაც დავა ეხება ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს, ნარჩუნდება:
"მიგვაჩნია, რომ ორგანული კანონის კონსტიტუციურობის განხილვა მაღალი კვორუმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ეფექტურობას უკარგავს კონსტიტუციურ კონტროლს".
- საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ნებისმიერ წევრს შესაძლებლობა ექნება, საქმის განხილვის და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს საქმის გადაცემა პლენუმისთვის:
"ეს მექანიზმი კოლეგიის უმცირესობაში მყოფი წევრისთვის შესაძლებლობას ქმნის, საქმის პლენუმზე გადაცემის გზით, თავიდან აირიდოს სარჩელის დაკმაყოფილების შედეგი. ინდივიდუალური მოსამართლისთვის მსგავსი ძალაუფლების მიცემა ახალისებს პოლიტიკურ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალურ წევრებზე ზეწოლისკენ, რამდენადაც კოლეგიის მხოლოდ ერთი წევრის მოქმედებით, შესაძლებელი ხდება, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების გაჭიანურება".
- აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება კვლავ პლენუმის კომპეტენციაში რჩება, თუმცა 6 მოსამართლიდან 5 მოსამართლემდე მცირდება იმ ხმების ოდენობა, რაც ნორმის შეჩერებისთვის არის საჭირო:
"ვენეციის კომისია მიუთითებს: „ლოგიკას მოკლებულია, რომ შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც თავისი ბუნებით საჭიროებს დროულ რეაგირებას მიღებულ უნდა იქნეს გაცილებით გართულებული პროცედურით, რაც გულისხმობს კოლეგიის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემას და შემდგომ ისევ გადმოცემას საბოლოო გადაწყვეტილებისათვის".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები