მაიკ პენსი ერდოღანს ანკარაში შეხვდა
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხვდება. პენსი სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად თურქეთში საგანგებო ვიზიტით დღეს, 17 ოქტომბერს ჩაფრინდა. შეხვედრის მთავარი თემა სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციაა.
ერდოღანი მანამდე აცხადებდა, რომ ამერიკის დელეგაციას არ შეხვდებოდა, თუმცა პოზიცია საბოლოოდ შეცვალა.
გარდა ამისა, დღეს გავრცელდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი, რომელიც მან სირიაში თავდასხმის დაწყების დღეს თურქეთის პრეზიდენტს მიმართა. ტრამპი ერდოღანს ქურთებთან მოლაპარაკებებს სთავაზობდა:
"ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუკი ამ საქმეს სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. თუ კარგი რამეები არ მოხდება, სამუდამოდ ეშმაკის სახელი გექნება. არ გაჯიუტდე! ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ".
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.
ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაში სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) შედის.
სამხედრო ინტერვენცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-მ ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სირიელი ქურთები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები იყვნენ.
თურქული ძალებისგან თავდასაცავად ქურთებმა დასახმარებლად სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსეთს მიმართეს. სირიამ თურქეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარების განთავსება დაიწყო, ხოლო რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის პატრულირებს.
16 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც სირიიდან ჯარების გამოყვანა დაგმეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელებმაც.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
კომენტარები