მარტინ სკორსეზეს მარველის შესახებ განცხადებების შემდეგ, მას მხარი მეგობარმა, ოსკაროსანმა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამაც აუბა.

და თუ სკორსეზემ თქვა, რომ მარველის ფილმები კინოს ღირებულებისგან შორს იყო, კოპოლა ბევრად შორს წავიდა და მარველის კინოსამყაროს საძაგლობა უწოდა.

"როცა მარტინ სკორსეზე ამბობს, რომ მარველის ფილმები კინო არაა, ის მართალია, რადგან ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ კინოსგან რამეს ვისწავლით, შევიძენთ, გონება გაგვინათდება, შთაგონებით ავივსებით. არ მგონია, რომ ვინმე რამეს იღებდეს ამ ფილმების განმეორებით ყურებით. მარტინი კეთილშობილურად მოიქცა, როდესაც თქვა, რომ მარველის ფილმები კინო არაა. მან არ თქვა, რომ ისინი საძაგლობაა, თუმცა ამას მე ვამბობ", — განაცხადა კოპოლამ ლიონში დაჯილდოებაზე.

კოპოლას ინსტაგრამზე Guardians of the Galaxy-ის შემქმნელი, ჯეიმს განი გამოეხმაურა:

"ბაბუაჩვენები ფიქრობდნენ, რომ განგსტერებზე გადაღებული ფილმები საძაგლობა იყო. ჩვენი დიდი ბაბუები კი იმავეს ფიქრობდნენ ვესტერნზე. მათ სჯეროდათ, რომ ჯონ ფორდის, სემ პეკინპას და სერჯო ლეონეს ფილმები ერთნაირი იყო. მე მახსოვს დიდმა ბიძამ მითხრა, რომ Star Wars ერთ დროს მომაბეზრებელი ეგონათ. სუპერგმირები მაშინდელი განგსტერების/კოვბოების/კოსმოსური თავგადასავლების დღევანდელი ვერსიაა. მათ ყველა არ დააფასებს. მათ შორის იქნებიან გენიოსები. არაუშავს".