რა წერია ვახტანგ გომელაურის ჩვენებაში პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და მისი ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ჩვენებები წაიკითხა.
მისი თქმით, გომელაური, გოგაშვილი და ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე მიმდინარე წლის აგვისტოში დაკითხეს. როგორც ადვოკატი გადაცემა ღამის მთავარში ამბობს, პასუხისმგებელი პირები გაურბიან კითხვებს თუ ვინ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის სროლის ბრძანება და აღნიშნავენ, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
გომელაურის ჩვენებაზე დაყრდნობით ადვოკატი ამბობს, რომ პანკისის სპეცოპერაცის სპეციალური ოპერაციების სამსახურის იმდროინდელი დირექტორი ხელმძღვანელობდა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მარიამ კუბლაშვილი ყვება, რომ ვახტანგ გომელაურის ჩვენება 2017 წლის ისნის სპეცოპერაციის გახსენებით იწყება და საუბრობს იმაზეც, თუ რატომ გახდა საჭირო პანკისში სპეცოპერაციის შუაღამით დანიშვნა:
"გომელაური ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ეხება სენსიტიურ თემას, პანკისის ხეობას, საზოგადოებისა და მოსახლეობის შესაძლო შიშს, თუ სპეცოპერაცია იქნებოდა დღისით. აქვე განმარტავს, რომ საბოლოოდ ჯამში, საგამოძიებო ჯგუფისთვის ძალისმიერი უზრუნველყოფა მათი მხრიდან დაევალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს ე.წ. სპეცრაზმს, უშუალოდ შავნაბადას. [გომელაური ამბობს] თუ იქნებოდა დღის განმავლობაში დაგეგმილი სპეცოპერაცია შესაძლოა მოსახლეობის მხრიდან ყოფილიყო საფრთხე, პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევა ან რაიმე სახის დემონსტრაცია".
რაც შეეხება სოსო გოგაშვილს, კუბლაშვილი ამბობს, რომ ის სპეცოპერაციის დღეს პანკისში ყოფნას კატეგორიულად უარყოფს. გარდა ამისა ადვოკატი ამბობს, რომ ისინი არ გაცნობიან თვითონ მსროლელის, სპეციალური რაზმის სამსახურის თანამშრომლის ჩვენებას.
2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები