აბასთუმნის ობსერვატორიაში NASA Space App Challenge გაიმართა
18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი – NASA Space App Challenge გაიმართა. მის მონაწილეებს ნასას სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით სამყაროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები უნდა მოენახათ.
ათი გუნდიდან გამოვლინდა ორი საუკეთესო, რომელთაც სპეციალურად გამოყოფილი ფულადი პრიზი და Global Award–ზე საკუთარი იდეის წარდგენის უფლება მოიპოვეს.
პირველი ადგილი გუნდმა Baby shark-მა დაიკავა.
გუნდის გამოწვევა – Internet on the Oceans გულისხმობს ოკეანეებში ხელმისაწვდომი ინტერნეტკავშირის შექმნას. გუნდის მიზანი იყო არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით მაქსიმალურად იაფი და მარტივი გადაწყვეტა მოეძებნა ოკეანეების ინტერნეტიზაციის პრობლემისთვის. არსებობს გემების ძირითადი გზები, Ship Chain, სადაც გემების სიმკვრივე თითქმის მუდმივია და მათ შორის დაშორებებიც საკმარისად მცირეა იმისთვის, რომ გემზე დამონტაჟებულმა GSM სადგურებმა ერთიანი დაფარვის ზონის შექმნა შეძლონ. ამ ტიპის სადგურები მოგვცემენ შესაძლებლობას, მეზღვაურებს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მივაწოდოთ.
გუნდის წევრები:
- მარიამ ალბექიონი, ნატო სამხარაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გოგიტა პაპალაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მეორე ადგილზე გუნდი Algien გავიდა.
ნასას მისიებიდან ერთ-ერთი – Rise to Resilience – გულისხმობდა ისეთი ინფრასტრუქტურული პროდუქტის შექმნას, რომელიც გააუმჯობესებდა ეკოლოგიურ პრობლემებს ურბანულ სივრცეებში. გუნდმა ჰაერის გასუფთავებისთვის შექმნა ბიორეაქტორის მოდელი, რომელიც წყალმცენარეების მიერ გამომუშავებულ ჟანგბადზე მუშაობს. ბიორეაქტორებში სანიაღვრე ქსელიდან გროვდება წყალი, რითაც წყალმცენარე სასიცოცხლოდ აუცილებელი აზოტითა და ფოსფორით მომარაგდება. ტუმბოს ასამუშავებლად კი მზის ენერგია გამოიყენება. ასეთი ბიორეაქტორი 60-90 ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადს გამოყოფს.
გუნდის წევრები:
- გიორგი აბულაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თეიმურაზ გოჩიტაშვილი, დემურ მერკვილაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ყველა მონაწილეს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ზუმაუთისა და ფაბლაბის აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც დაეხმარება მათ დასახული სტრატეგიის დახვეწასა და განვითარებაში.
NASA Space Apps Challenge Abastumani გაიმართა Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ჰაკათონის გენერალური პარტნიორი იყო საქართველოს ბანკი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს, Grant Thornton Georgia-ს, DataFest Tbilisi, ზუმაუთი-სა და ფაბლაბ ილიაუნი-ს მხარდაჭერით.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები