ალცჰაიმერის შემანელებელი პირველი მედიკამენტი ბაზარზე რამდენიმე წელში გამოჩნდება
ალცჰაიმერის დაავადება, რომელსაც საქართველოში ხშირად "სკლეროზს" უწოდებენ, ქრონიკული ნეიროდეგენერაციული პათოლოგიაა. განვითარების საწყის ეტაპზე მისთვის დამახასიათებელი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება. სწორედ ალცჰაიმერი სახელდება ყველაზე ხშირად მოხუცთა დემენციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Biogen ალცჰაიმერის შემანელებელი პირველი მედიკამენტი შექმნა და იგი უკვე ბაზარზე შემოსასვლელად ემზადება.
ამ დავადების ეფექტური მკურნალობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება: გაყიდვაში არსებული პრეპარატების (არიცეპტი და ნამენდა) ეფექტურობა ძალზე მოკრძალებულია და ისიც დროის სულ მცირე მონაკვეთში.
როგორც Biogen-ის პრეს-რელიზში არის აღნიშნული, კომპანია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) უკვე ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის. პრეპარატს ადუკანუმაბი ჰქვია და შემქმნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
მედიკამენტის ბაზარზე დასარეგისტრირებელი საბუთების შევსება 2020 წლის დასაწყისში ჯერ აშშ-ში, ხოლო შემდეგ ევროპაში დაიწყება, ხოლო დადასტურების პროცესს 1-2 წელი სჭირდება. მთელი ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანია გეგმავს, რომ უპირველესად მედიკამენტებით ის ადამიანები მოამარაგოს, რომლებიც ადუკანუმაბის კლინიკურ კვლევაში იყვნენ ჩართულები.
ეს იმედისმომცემი განცხადება რამდენადმე გასაკვირია, რადგანაც 2019 წლის მარტში კომპანიამ ამ პრეპარატზე მუშაობა შეწყვიტა, რადგანაც კლინიკური კვლევების მიერ მიღებული შედეგები არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა. ამჯერად მკვლევარები ამბობენ, რომ იგივე კლინიკური კვლევების შედეგების ფართო, ახლებური ანალიზით ნათელი ხდება, რომ ადუკანუმაბის უფრო მაღალ დოზას გამოხატული ეფექტი ექნება ალცჰაიმერის ადრეული სტადიის მქონე პაციენტებში. მათი თქმით, პრეპარატი შეანელებს დაავადების განვითარებას, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს თავიანთი მეხსიერება და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევები კიდევ უფრო დიდი ხნით შეინარჩუნონ.
დიდი იმედი
მეცნიერებმა უკვე წლებია იციან, რომ ალცჰაიმერის სიმპტომების კლინიკურ გამოვლინებამდე პათოლოგიური პროცესი გაცილებით ადრე იწყება. მასში მნიშვნელოვანი როლს კი ამილოიდები თამაშობენ. ისინი ნერვული სისტემის ცილებს წარმოადგენენ, რომლებიც უფრო დიდი ცილების დაშლის შედეგად ყალიბდებიან და მათი ზუსტი ფუნქცია ჯერ-ჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამილოიდისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის კლასტერებად (გროვებად) შეკვრა და საბოლოოდ ამილოიდურ ფოლაქად ჩამოყალიბება. ამგვარი ფორმით ისინი უკავშირდებიან ნერვული ქსოვილის რეცეპტორებს და ერთვებიან უჯრედშორისი ნივთიერებათა ცვლის პროცესში. საბოლოოდ ეს ყოველივე ნერვულ უჯრედებს შორის კავშირს არღვევს. ადუკანუმაბის ძირითადი სამიზნე სწორედ ამილოიდები არის.
ამ სიახლეს ძალზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში. ჰილარი ევანსს, ბრიტანეთის ალცჰაიმერის კვლევის ასოციაციიდან მიაჩნია, რომ ეს აღმოჩენა ძალზე იმედისმომცემად გამოიყურება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახლებური მკურნალობა დღის შუქს იხილავს, თუმცა ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადუკანუმაბის კვლევის შედეგებს ჯეროვანი, სკრუპულოზური შესწავლა სჭირდება, რათა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ მარტის შემთხვევა არ გაიმეოროს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები