მონანიება, ხანუმა, ჩემი ბებია და კიდევ 14 ქართული ფილმი 90 წლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება
17 ქართული ფილმი რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან ქართულ მემკვიდრეობას უბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, მათ შორისაა ფილმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი მათი სამეფო, რომელიც, ასევე, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული და სიძველის გამო საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია. მათი თქმით, სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას.
ამ ეტაპზე საქართველოში შემდეგი ფილმები ჩამოვა:
- მათი სამეფო (1928) — რეჟისორები კალატოზიშვილი, ღოღობერიძე;
- ხანუმა (1926); ორი მონადირე (1927); ჯანყი გურიაში (1928) — რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
- გოგი რატიანი (1927); კრაზანა (1928); კომუნარის ჩიბუხი — რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
- ბელა (1927) — რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
- გიული (1927) — რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
- იბრაჰიმი და გოდერძი (პირველი და უკანასკნელი – 1927); ღრუბელთა თავშესაფარი (ცხოვრებასთან შეხვედრა – 1928) — რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
- ნორჩი მფრინავი (1928) — რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
- ქალი ბაზრობიდან (1928) — რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
- ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928) — რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
- ჩემი ბებია (1928 -ძველი ვერსია) — რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;
- საბა (1929) — რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
- მონანიება (1986) — რეჟისორი თენგიზ აბულაძე;
უწყებაში ამბობენ, რომ ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება და პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება. მათივე თქმით, აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.
სამინისტროს განცხადებით, მონანიების ჩვენებას კანის კინოფესტივალი 2 წელია ითხოვს სექციაში Cannes Classics, თუმდა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, ეს აქამდე ვერ ხერხდებოდა. მათი თქმით, ამ ფილმის დაბრუნება კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს.
გოსფილმოფონდში დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
კომენტარები