საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ
საქართველოს ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. შესაბამის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის გუშინ მოეწერა. აღნიშნულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს იერთებს. ამის შედეგად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 183 სტუდენტი სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამასთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც ისინი BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ.
მხარეებს შორის შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება მიზანს, ორი წამყვანი უნივერსიტეტის საერთო რესურსების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაერთიანებით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უცხოური განათლებისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს არამარტო საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შეერთებას კავკასიის უნივერსიტეტთან, არამედ საქართველოს ბანკისა და კავკასიის უნივერსიტეტის მომავალ თანამშრომლობას.
"კავკასიის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. უკვე წლებია, მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და იყოს საუკეთესო - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიონალიზმით არიან მაგალითი ადამიანებისა, ვისაც არამხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვთ. ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, დავამყაროთ სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და აღნიშნულის ფარგლებში, მივცეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებს ისეთივე მაღალი დონის განათლება, რასაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ", — აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია.
"განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამის დასტურია დღევანდელი მემორანდუმიც. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით ჩვენ განათლების სფეროს მხარდაჭერის თვისობრივად სხვა საფეხურზე გადავდივართ. საქართველოს ბანკი ხდება კავკასიის უნივერსიტეტის რჩეული ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი უნივერსიტეტის საკმაოდ ამბიციური გეგმების შესრულების გზაზე. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავდროულად, საქართველოს ბანკის და კავკასიის უნივერსიტეტის შერწმა საშუალებას აძლევს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტს უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს უნივერსიტეტებში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ხარჯზე", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ყულიჯანიშვილმა.
კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას. ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების და სადოქტორო სკოლებს. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში მოქმედებს მრავალფეროვანი ტრენინგ და სასერტიფიკატო პროგრამები.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები