კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.