შს მინისტრი ფიქრობს, რომ უკანონო ბორდერიზაციით ტერიტორიები არ იკარგება
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან ღობის გავლებით ან ბანერის აღმართვით ტერიტორიები არ დაკარგულა. გომელაური ფიქრობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან "ვითარება გამწვავებული ნამდვილად არ არის". ამის შესახებ მან დღეს, 26 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
"ძალიან სამწუხაროა, ასე რომ აფასებენ ხოლმე, გაავლებენ ოსურ-რუსული მხარე 100 მეტრ ღობეს და ამბობენ, დაკარგა სახელმწიფომ კიდევ ახალი ტერიტორიები. ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს კარგად უნდა აიხსნას, ალბათ, მთავრობის ასახსნელიცაა. სადაც ღობე არ არის გავლებული გადავდივართ? შევდივართ? ვხნავთ და ვთესავთ? ნათესავებთან მივდივართ? ვერ მივდივართ, დაკეტილია. ღობე იქნება იქ თუ უკაცრავად და რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ ჩემთვის ერთი და იგივეა...ოკუპაცია გრძელდება, ღობის გავლება გრძელდება, დაკარგულია ეს ტერიტორიები, ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მხარეს და არ გვაქვს დაკარგული აფხაზეთი? ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არაა და დაკარგული არ გვაქვს?" — აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მონიტორები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. ევროკავშირის მისიის ცნობით, ისინი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს. EUMM ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ შეიარაღებული პირები არ აძლევენ დამკვირვებლებს საშუალებას, თავიანთი მანდატის ფარგლებში იმუშაონ.
დე ფაქტო ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" აფასებს და აცხადებს, რომ "ქართული სპეცსამსახურები აქტიურად აგრძელებენ ამგვარ პოლიტიკას". მათი მტკიცებით სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.
ბორდერიზაციის პოლიტიკა 2011 წელს დაიწყო, 2008 წლის ომიდან 3 წლის შემდეგ. ჰერითიჯის ფონდის კვლევის მიხედვით, ე.წ. ბორდერიზაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (FSB) და ადგილობრივი სეპარატისტული ძალების მიერ ხორციელდება. საოკუპაციო ხაზთან არის საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები