საშინელებათა ჟანრის ფილმები ვინმეს უყვარს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს - ყველას სმენია The Grudge-ის სახელით ცნობილი ფილმების ტრილოგიის შესახებ, რომელიც წლებია უკვე ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ სურათად ითვლება ჟანრულ კინოში.

Sony Pictures-მა გადაწყვიტა 2004, 2006 და 2009 წლებში გადაღებული ფილმების სერიისთვის კიდევ ერთი ახალი ნაწილი მიემატებინა, რომელიც წინა ისტორიების ერთგვარი გაგრძელება იქნება.

ფილმის პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა:

ტრეილერის ნახვის შემდეგ თავადვე დარწმუნდებით, რომ ახალი ფილმის სიუჟეტი, რომელიც ერთი გამომძიებლისა და მისი ვაჟის ირგვლივ ვითარდება, კვლავინდებურად შოკისმომგვრელად გამოიყურება.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2020 წლის 3 იანვარსაა დაგეგმილი.