2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება, ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა — სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ წყალტუბოს განვითარება მან დაიწყო 2009 წელს. ასე ეხმაურება სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ბიძინა ივანიშვილის "წყალტუბოს აღორძინების" გეგმას.
მისი თქმით, 2009 წელს მათ დევნილებს ახალი ბინები აუშენეს, სანატორიუმიდან გამოიყვანეს და შემდეგ დაიწყეს ამავე სანატორიუმის განვითარება, რათა დევნილები იქ დასაქმებულიყვნენ.
"მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმრო მამუნიასი და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ შახტიორის ადგილზე და ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს ინტერკონტინენტალი, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ზუსტ ასლს ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების კარაკალასი, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს", — ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, თითქმის ყველა ტურისტულ ობიექტზე ჰქონდათ პროექტები, რომლის ძირითადი ნაწილი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, ნაწილი ორი წლის შემდეგ. თუმცა, მისივე თქმით, მოვიდა ივანიშვილი და ყველაფერი გააჩერა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და ამზადებს ხალხს, რომლებიც გარანტიას მისცემენ, რომ მის ქონებას არ შეეხებიან.
"ვერ მივართვით. საქართველო და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სიმდიდრეს, გაამრავლებს და ქართველები აღარ წავლენ საქართველოდან", — აღნიშნავს სააკაშვილი.
ბიძინა ივანიშვილი "წყალტუბოს აღორძინების პროექტს" გეგმავს. ქართული ოცნების განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი 22-ვე სანატორიუმის, 9 აბანოს გამოსყიდვასა და მათ სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის "მოგებაზე არაა საუბარი", არამედ, აპირებს, რეაბილიტირებული სანატორიუმები "მნიშვნელოვანი ფასდაკლებით" გაასხვისოს.
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
კომენტარები