განათლება დასაქმებისთვის — ევროკავშირის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო
ევროკავშირმა საქართველოში განათლება დასაქმებისთვის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. Skills4Jobs-ის ხუთწლიანი პროგრამის პრეზენტაცია 29 ოქტომბერს, გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაიმართა. ამ პროგრამის მთავარი მიზანია მოქალაქეებს შესაბამისი პროფესიული განათლება მისცეს და იმ უნარებით აღჭურვოს, რომელიც შემდეგ დასაქმებაში დაეხმარება. მის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში 105 000 საქართველოს მოქალაქის დასაქმებაში ხელშეწყობა იგეგმება.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და 30 000-ზე მეტმა ადამიანმა იშოვა სამუშაო ადგილი. მათი უმეტესობა თბილისსა და სხვა დიდი ქალაქებში დასაქმდა. ახალი ეტაპი მიზნად ისახავს, რომ პროგრამაში რეგიონებიც აქტიურად ჩაერთონ.
"ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ახალი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ახლა Skills4Jobs-ის მეორე ეტაპს ვიწყებთ. ამ პროგრამაში მთავარია, რომ ყველას, ვინც ისწავლის, ელოდებოდეს სამუშაო ადგილი. იმედი გვაქვს, ამ ახალი პროგრამით ჩვენს წვლილს შევიტანთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 105 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ასევე ვეცდებით, რომ სპეციალური ფოკუსი გვქონდეს რეგიონებზე, ქალებზე და მოწყვლადი ჯგუფებზე, რათა მათაც ჰქონდეთ პროფესიული განათლების სისტემაზე წვდომა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა მათ შორის, რასაც საქართველოში ვახორციელებთ", — თქვა On.ge-სთან საუბრისას კარლ ჰარცელმა.
განათლება დასაქმებისთვის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მილიონ ევროს შეადგენს და მისი მთავარი ამოცანებია:
- პროფესიული განათლებისა და სწავლების მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, 15-29 წლამდე ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის სულ მცირე 10%-იანი ზრდა 2017 წელთან შედარებით;
- რეგიონებში პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ დასაქმების მაძიებელთა სულ მცირე 20%-ის დასაქმება სამი თვის ვადაში;
- ხუთწლიანი მოსალოდნელი ეროვნული უნარების ანგარიშის გამოქვეყნება.
გლდანის პროფესიულ კოლეჯში Skills4Jobs-ის პროგრამის ოფიციალური გახსნის შემდეგ საქართველოში შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პანელური დისკუსია გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები და გასაყიდად გამზადებული პროდუქციაც დაათვალიერეს. აქ წარმოდგენილი სტენდები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ტექნიკის სფეროდან დაწყებული, ტანსაცმლის დიზაინით დამთავრებული. თითქმის ყველაფერს მოიცავდა.
როგორც ცენტრის დირექტორმა, ნოდარ ხარაზიშვილმა On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის სტუმრობა სტუდენტებისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება.
"განსაკუთრებით გამოვყოფ გამოცდილების გაზიარებას, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ნამდვილად არ იზარებენ. საქართველოს შრომითი ბაზარი უფრო და უფრო უახლოვდება დასავლეთის ქვეყნების შრომის ბაზრებს...წელს დაიწყება პილოტირება ე.წ. სკოლის პროგრამირების ინტეგრირება მოხდება პროფესიული განათლების სისტემაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცხრეკლასელებისათვის, რომლებიც სკოლიდან გამოდიან და შემდგომ გზა ეჭრებოდათ უმაღლესი განათლებისკენ. რაც შეეხება კოლეჯის პროფილს, ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ავტომობილის ტექნიკური მომსახურების პროგრამები ავტომობილის დიაგნოსტიკოსი და ავტომობილის ელექტრიკოსი. ამ მხრივ ჩვენ საქართველოში ერთადერთები ვართ", — თქვა ნოდარ ხარაზიშვილმა.
გლდანის პროფესიულმა კოლეჯმა საქმიანობა 2014 წლიდან დაიწყო. ამჟამად აქ სწავლა 12 მოდალურ პროგრამაზეა შესაძლებელი. დირექტორის თქმით, პროგრამები მუდმივად იცვლება და ახლდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდალურ პროგრამებში დამსაქმებელიც უშუალოდაა ჩართული და სტუდენტი სამუშაოზე დაფუძნებულ ცოდნას იღებს. პროფესიული კოლეჯი მიღებას წელიწადში ორჯერ აცხადებს და ზოგიერთ პროგრამაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ერთ ადგილზე 12-17 აპლიკანტი უწევს ერთმანეთს კონკურენციას.
პროგრამა Skills4Jobs-ის ახალი ეტაპი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები