მოძრაობა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რაღაც პოსტებს ოპოზიციას გაუნაწილებენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.

ხაზარაძემ ერთ-ერთ პოსტად აუდიტის სამსახური დაასახელა.

"ჩვენ ხომ ჩვენი თავისთვის არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო გამჭვირვალე, რაც უფრო კრიტიკული იქნება, ჯანსაღ ოპოზიციაზე ვსაუბრობ... ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციონერი, რომელსაც უყვარს ქვეყანა და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქვეყანაში საქმე გამოსწორდეს", — აღნიშნა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე პარტიას 12 დეკემბერს დააფუძნებს.