ინგლისური ენის უფასო კურსი — Lingwing-ისა და ტერაბანკის ინიციატივა ტურისტული ბიზნესისთვის
ტურისტული საქმიანობის წარმატებით წარმართვისთვის ინგლისური ენის ცოდნა რომ საჭიროა, სიახლე ნამდვილად არ არის. მით უფრო, ახლა, როცა ქართულ ტურიზმს მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას და ყველა ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვუთხრათ: გაატარე ოთხივე სეზონი საქართველოში.
ინგლისური ენის განსაკუთრებული საჭიროება ციფრული პლატფორმის, Lingwing-ის დირექტორმა ვატო ველიაშვილმაც დაინახა. მან ჯერ კიდევ კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს დაწყებისას გადაწყვიტა, რომ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, ინგლისური ენის შესწავლაში დახმარებოდა და აპლიკაციაში სპეციალურად მათთვის შექმნილი, უფასო კურსი დაემატებინა. მალე ინიციატივას მხარდამჭერიც გამოუჩნდა: ტერაბანკი, რომელმაც აგვისტოდან კამპანია გახდი ტერა მოგზაური წამოიწყო და ქართულ ტურიზმს აქტიურად ეხმარება.
კურსი მთლიანად იმ ადამიანების საჭროებებზეა მორგებული, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში საქმიანობენ, აქვთ მცირე ან საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები და ა.შ. იგი 650 დავალებას აერთიანებს და დაინტერესებულ პირებს სასაუბრო ინგლისურის გაუმჯობესებაში ძალიან მოკლე დროში ეხმარება. სულ კურსის გასავლელად 15-30 საათია საჭირო. გააჩნია, რომელ რეჟიმს აირჩევს მომხმარებელი: საფუძვლიანს, სწრაფს თუ რეაქტიულს. აპლიკაციას მესინჯერის მსგავსი ინტერფეისი აქვს და მეცადინეობისას დრო ისე სწრაფად გადის, როგორც, მაგალითად, მეგობართან საუბრისას.
კურსი სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს იყენებს და აქცენტს კონკრეტულად იმ ტერმინოლოგიაზე აკეთებს, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს ტურისტთან კომუნიკაციისთვის დასჭირდებათ. მომხმარებელი 7 სხვადასხვა ტიპის დავალებებს ასრულებს, რაც მას მასალის მარტივად და სწრაფად ათვისებაში ეხმარება. სწორად შესრულებული სავარჯიშოებისთვის იგი ქულებსაც იღებს, რაც, ცხადია, დამატებითი მოტივატორია.
აპლიკაციაში უკვე 5000-ზე მეტი მომხმარებელია ჩართული, 100-მდე ადამიანმა კი იგი დაასრულა კიდეც. Lingwing-ის დირექტორი ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის კურსის დახმარებით ინგლისური ენის შესწავლაში 10 000-მდე მომხმარებელი ჩაერთვება, მომდევნო ზაფხულამდე კი ეს რიცხვი 30 000-ს მიაღწევს.
„ჩვენი უფასო კურსი სრულიად საკმარისია, რომ ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებმა უცხოელ მოგზაურებთან კომუნიკაცია თავისუფლად შეძლონ და საქმიანობა კიდევ უფრო განავითარონ“, - ამბობს ვატო ველიაშვილი.
Lingwing-ის კურსი კი, ალბათ, არა მარტო ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის, არამედ ყველა მოგზაურისთვის სასარგებლო იქნება. სცადეთ: მისი გავლა როგორც ვებგვერდის, ისე აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები