კომიქსების მოყვარულებმა უკვე იციან, რომ ეკრანებზე მალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუპერგმირის, ბეტმენის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმს ვიხილავთ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ამ დამაინტრიგებელ პროექტში სატელევიზიო შოუების მაყვარულებისთვის კარგად ცნობილი მსახიობი, ჯეფრი რაითი მიიღებს მონაწილეობას.

ამ 53 წლის ამერიკელ მსახიობს მანამდე ისეთ პოპულარულ ფილმებში უთამაშია, როგორებიცაა Casino Royale, Hunger Games და Basquiat. თუმცა ის განსაკუთრებით ცნობილი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სერიალში, Westworld-ში შესრულებული როლით გახდა.

ბეტმენის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში ჯეფრი რაითი ჯეიმს გორდონის როლს შეასრულებს, რომელსაც კომიქსის გულშემატკივრები კარგად იცნობენ, როგორც გოთემის ცნობილ გამომძიებელს კრიმინალურ დანაშაულებთან ბრძოლაში.

ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ ახალ ფილმში ბეტმენის როლს მსახიობი რობერტ პატინსონი შეასრულებს, ქალი-კატის როლში კი ზოი კრავიცი მოგვევლინება.

ფილმის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი.