15 ფაქტი, რომელიც სუსტი გულის ადამიანებმა არ უნდა წაიკითხონ
გაფრთხილება! არ ვხუმრობთ, მართლა საშიში ფაქტებია.
ისევე, როგორც ახალ წელსა და სხვა მნიშვნელოვან დღეებს, ჰელოუინსაც სჭირდება შესაბამისი განწყობით შეხვედრა და სათანადო ატმოსფეროს შექმნა.
თუ საშიში ამბები გიყვართ, მაშინ ეს შემაძრწუნებელი ფაქტებიც დაგაინტერესებთ.
ინფორმაციისთვის: ჩამოთვლილი ფაქტები ძალიან შემაწუხებელია და სუსტი გულის პატრონებისთვის არაა. თუ გადაწყვეტთ, რომ კითხვა განაგრძოთ, წინასწარ შეემზადეთ.
1. ამ ფაქტის გაგების შემდეგ ირმებს ძველებურად ვეღარ შეხედავთ
ირმებს უყვართ მკვდარ ცხოველებზე წამოწოლა, რადგან ცხედარი სითბოს გამოყოფს და მათთვის ეს ერთგვარი საუნაა.
2. შემაშფოთებელი პარაზიტი
არსებობს პარაზიტი (Dracunculus medinensis), რომლის ლარვაც ადამიანში გუბის წყლის დალევის შედეგად ხვდება. ამის შემდეგ ლარვა კუჭის წვენის ზემოქმედებით იშლება და პარაზიტები თავისუფლდებიან. 100 დღის შემდეგ მდედრი და მამრი ერთმანეთს ხვდებიან და ჯვარდებიან. მამრი მალევე კვდება და ქსოვილში რჩება, მდედრი კი ფეხის კუნთისკენ მიიწევს და იქ იბუდებს. შეჭრიდან ერთი წლის თავზე პარაზიტი 1 მეტრამდე იზრდება და მზადაა გარეთ გამოსაღწევად.
3. ევერესტის ფერადი ნაწილი
ევერესტის მარშრუტის ერთ-ერთ მონაკვეთს "ცისარტყელას ხევს" ეძახიან, თუმცა ამაში არაფერი სასიამოვნო არ იგულისხმება. იქაურობა სავსეა დაღუპული მთამსვლელებით, რომელთაც ფერადი ქურთუკები ეცვათ.
4. ცემენტი
ცემენტში ჩამარხვა, ალბათ, სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმაა. ასეთ დროს ჰაერის ნაკლებობით კი არა, გადახურებით კვდები, რადგან დასხმული მასა სხეულიდან სითხეს იწოვს და პარალელურად, გაშრობისას სითბოს გამოყოფს.
5. ცაში დამარხვა
ტიბეტში, მონღოლეთში და ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში ცაში დამარხვის რიტუალი არსებობს: ასეთ დროს სხეულს სპეციალურ ქვებზე ათავსებენ და შემდეგ სხეულის ნაწილებს ლეშისმჭამელი ფრინველები იტაცებენ.
6. რისგან შედგება ჩვენი სხეული?
ჩვენს სხეულში არსებული უჯრედების მხოლოდ 43% არის ჩვენი ნაწილი, დანარჩენი კი ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს წარმოადგენს.
7. გილიოტინის შესახებ
საფრანგეთის რევოლუციის დროს, როცა გილიოტინით სიკვდილით დასჯა შემოიღეს, მსჯავრდებულები იბრძოდნენ, რომ ისინი პირველი დაესაჯათ სიკვდილით, რადგან რამდენიმე გამოყენების შემდეგ გილიოტინის პირი ბლაგვდებოდა და ერთი დარტყმა საკმარისი აღარ იყო.
8. ბოლო წამი
სიკვდილის მომენტში, სანამ ტვინი ბოლომდე გაითიშება, ადამიანი აცნობიერებს, რომ მოკვდა.
9. როგორ იხოცებიან ვეშაპები
როცა ვეშაპი გარკვეულ ასაკს აღწევს, მას ზედაპირზე ამოყვინთვა აღარ შეუძლია, შესაბამისად, ჰაერის უკმარისობით კვდება და ფსკერზე იძირება.
10. როგორ დგინდება გარდაცვალების დრო
თუ ცხედარი გამაგრებული არაა, ადამიანი ან ძალიან დიდი ხნის წინ მოკვდა, ან - ახლახან. ცხედრებში გარდაცვალების დროს ხშირად ადგენენ მატლების განვითარებაზე დაკვირვებით.
11. კბენის შესახებ
ადამიანებს საკმარისი "ძალა აქვთ" კბილებში, რომ თითი მოიჭამონ. ერთადერთი, რაც გვაჩერებს, ტვინის შემაკავებელი მექანიზმია.
12. We All Live in a Yellow Submarine
თუ წყალქვეშა ნავში დაიღუპებით, თქვენს ცხედარს მაცივარში, საკვებთან ერთად მოათავსებენ.
13. ეს შემაძრწუნებელი ფაქტი
წყალში გარდაცვლილი ადამიანები სამჯერ იმატებენ ზომაში.
14. შავი ხვრელი
შავ ხვრელთან მიახლოების შემთხვევაში თქვენს თავსა და ფეხებზე მოქმედი გრავიტაცია მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული გაწელვასა და დაშლას დაიწყებს. ამას სპაგეტიზაცია ჰქვია.
15. სიტკომის ყურებისას ამაზე, ალბათ, არ გიფიქრიათ
სიტკომებზე დადებული სიცილის დიდი ნაწილი 1950 წლამდეა ჩაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, გარდაცვლილი ადამიანების სიცილს უსმენდეთ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები