ფეისბუქმომხმარებელი გოჩა გელაშვილი წერს, რომ ძაღლები ჩაუცხრილეს. მისი თქმით, სამი უპატრონო ძაღლი, რომელიც ოჯახს რამდენიმე წელია შეკედლებული ჰყავდა, უცხო პირმა სასროლი იარაღის სამიზნის შემოწმებისას მოკლა. შემთხვევა თბილისში დიდ დიღომში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.