კალიფორნიაში ისევ ტყის ხანძრები მძვინვარებს და უკვე ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ფოტო: Reuters

სადაც კატასტროფა ხდება, იქ, როგორც წესი, გმირულ საქციელსაც იპოვით, თუმცა, ასეთ ქმედებებს უმეტესად ადამიანებისგან ველით ხოლმე.

ევაკუაციის გაშუქების დროს CBS News-მა შემთხვევით გადაიღო ცხენი, რომელიც ორი სხვა ცხენის გადასარჩენად ცეცხლში გახვეულ ტერიტორიაზე მიბრუნდა.

ცხოველი უკვე სამშვიდობოზე იყო, როცა მან უკან დარჩენილების გამოსაყვანად თავი ხელმეორედ ჩაიგდო საფრთხეში.

ფოტო: CBS

ვიდეოში ჩანს კვამლში გახვეული ფერდობი და კიდევ ორი ცხენი, რომელთაგანაც ერთი სულ პატარაა.

საბოლოოდ სამივე ახერხებს სამშვიდობოზე გასვლას.

ფოტო: CBS

რა თქმა უნდა, იმის დადგენა რთულია, რა აკავშირებთ ამ ცხენებს ერთმანეთთან, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების აზრით, ეს ერთი ოჯახია.

ასე თუ ისე, მგონი, ვთანხმდებით, რომ ამ ცხენს ეროვნული გმირის წოდება უნდა გადაეცეს

ფოტო: Disney