მენაშენეთა ასოციაცია თბილისის მთავარ პრობლემად ტოქსიკურ ქუჩებს ასახელებს
მენაშენეთა ასოციაცია თბილისის მთავარ პრობლემად ტოქსიკურ ქუჩებს ასახელებს. ტოქსიკური ქუჩებით აღინიშნება ყველა ის ქუჩა, ან გზის მონაკვეთი, სადაც ქვეითისთვის გადაადგილება სახიფათო, მოუხერხებელი და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მაგალითისათვის, ტოქსიკურია ის ქუჩა, სადაც მშობელი ეტლით ვერ გაასეირნებს ბავშვს და/ან ტროტუარზე გაჩერებული მანქანები ხელს უშლის ფეხით მოსიარულეებს გადაადგილდნენ შეუფერხებლად.
მენაშენეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ტოქსიკური ქუჩების პრობლემა საკმაოდ საგანგაშოა და შესაბამისად კომპლექსურ ჩარევას საჭიროებს. ამისათვის აუცილებელია არსებობდეს სწორი მიდგომა, სტრატეგიული ხედვა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ეტაპობრივი სამუშაოების გეგმა. გადავდოთ გვერდით ჰაერის შემცველობა და ჩვენი ქუჩების სხვა მავნებლობებზე გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან სწორედ ამ საკითხების მოუგვარებლობა იწვევს ტოქსიკური გამონაბოლქვის ზრდასა და ჰაერის დაბინძურებას.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი თბილისის ქუჩებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემაზე — ტროტუარების არარსებობაზე მიუთითებს. მისი აზრით, თუ არ მოწესრიგდება ტროტუარების სისტემა და გვექნება ამდენი ტოქსიკური ქუჩა, საზოგადოება არ იტყვის უარს მანქანებზე და არ ექნება სურვილი იაროს სამსახურში, თუ უახლოეს მარკეტშიც კი ფეხით. გარემოს დამცველების პირველი რეკომენდაცია კი სწორედ ისაა, რომ მოკლე მანძილებზე თავი უნდა შევიკაოთ ავტომობილებით გადააგილებისგან.
"მოწესრიგებული ტროტუარი ნიშნავს კომფორტულ ადგილს ფეხით გადასაადგილებლად, მოსასვენებელ ადგილებს, კაფეებს, თუ უბრალოდ, შეხვედრის ადგილს. მაგალითად მოვიყვან უნივერსიტეტის ქუჩას. ეს არის თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მიმავალი გზა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ერთ–ერთი ცოცხალი ქუჩა იყოს თბილისში, აბსოლუტურად ტოქსიკურია. ადგილი, სადაც ყოველდღიურად ათასობით სტუდენტი გადაადგილდება, არ არსებობს ტროტუარი და კომფორტული გადასასვლელები. ამ ქუჩაზე წარმოუდგენელია შშმ პირების ეტლით გადაადგილება. ვერც ბავშვს გაასეირნებ ეტლით", – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
მსგავსი ქუჩები თბილისში, სამწუხაროდ, მრავლადაა. ამას ემატება საცობები, რომლებიც გაუვალს ხდის თბილისს.
მენაშენეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არა ავტომობილების სავალი ზოლების, არამედ მათ ხარჯხე ტროტუარების გაფართოება და კეთილმოწყობა.
"მე, მაგალითად, ვაკეში ვცხოვრობ. პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე, სადაც ოფისი მაქვს, სწორედ ამ ტოქსიკური უნივერსიტეტის ქუჩის გავლით, ფეხით მისასვლელად, ზუსტად 1 საათი და 7 წუთი მჭირდება. საცობების პირობებში დაახლოებით იგივე დრო მჭირდება მანქანით მისასვლელად. ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის რომ კარგია, ამით ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ტოქსიკურ ქუჩაზე სიარული იმდენ საფრთხეს მიქმნის, რომ მირჩევნია მანქანით ვიარო სამსახურში", — ამბობს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
სატრანსპორტო პრობლემებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ფიქრობენ, რომ საცობებისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია გზების გაფართოება. ეს მოსაზრება რომ მცდარია, ამას ბევრი განვითარებული ქალაქის მაგალითი მოწმობს. ევროპის დედაქალაქებში დიდი ხნის წინ დააკვირდნენ ამ პრობლემას და დაადგინეს, რომ თუ, მაგალითად, 20%–ით აფართოებ გზას, ავტომობილების ნაკადიც ამ გზაზე 20%–ით იზრდება. ეს იმიტომ, რომ ყველა მძღოლი ფიქრობს, უფრო ჩქარა მივა დანიშნულების ადგილამდე იმ გზით, პირობითად, რომლის გაფართოების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.
შესაბამისად, გზების განტვირთვის გასაღები სწორედ ქვეითებისთვის უპირატესი გარემოს შექმნაშია. ასეთ პირობებში ადამიანები უბრალოდ უარს იტყვიან საკუთარი მანქანებით გადაადგილებაზე საცობებში, სადაც დროსთან ერთად ბევრ ძვირადღირებულ საწვავსაც ხარჯავენ.
"შეიძლება ვინმეს არ მოუნდეს სახლიდან სამსახურამდე, ან პირიქით, მთელი გზის ფეხით გავლა, მაგრამ ისევ უნივერსიტეტის ტოქსიკური ქუჩის მაგალითი რომ ავიღოთ, მაღლივი კორპუსიდან მოწესრიგებულ ტროტუარზე სიამოვნებით ჩაისეირნებდა ნებისმიერი სტუდენტი, თუ მოქალაქე და უკვე თამარაშვილის ქუჩიდან, რომელიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია დედაქალაქში, ნებისმიერი მიმართულებით ისარგებლებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით", – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
მეტი ადამიანი ტროტუარებზე – გზებზე ნაკლები ავტომობილის პირდაპირპროპორციულია. ასევე, მეტი ადამიანი ტროტუარებზე ნიშნავს მეტ მომხმარებელს კაფეებისთვის, თუ ვაჭრობისა და მომსახურების სხვა ობიექტებისათვის. ეს კი ეკონომიკის ზრდის პირდაპირპროპორციულია. საღამოობით, დატვირთული ტროტუარები თბილისის მეორე ცვლის ეკონომიკას აამუშავებს, რასაც საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ ევროპის დედაქალაქების ადმინისტრაციები.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები