იმ შეგრძნებას ცალკე სახელი უნდა ჰქონდეს, საყვარელ სერიალში შენს ქვეყანას რომ ახსენებენ, თან გაკვრით და ტიტრებში მიწერით კი არა, ვრცლად.

თუ გაინტერესებთ, რაზე ვსაუბრობთ, HBO-ის სერიალის, Silicon Valley-ის მეექვსე სეზონის მეორე სერია უნდა ნახოთ. კომედიური სერიალი Silicon Valley, რომელიც 2014 წელს გავიდა ეთერში, სილიკონ ველიში სტარტაპის განვითარების სირთულეებზე გვიყვება. სერიალი ერთნაირად მოსწონთ გიკებსა და კრიტიკოსებს. პირველ სეზონს Rotten Tomatoes-ზე 95%-იანი შეფასება ჰქონდა, რაც სეზონების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.

ახლა რაც შეეხება საქართველოს: რამდენიმე დღის წინ გამოსულ ეპიზოდში სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი, გევინი, რომელიც კომპანიას ხელმძღვანელობს, ფინანსურ სირთულეებს აწყდება. მას ინვესტორები ულტიმატუმს უყენებენ: ან სამ თვეში გამოასწორებს სიტუაციას, ან პოზიციის დატოვება მოუწევს.

მისი გამოსავალი კი კომპანიის Georgia-ში [საქართველოში] გადატანაა. ასეთია მისი კოლეგების თავდაპირველი რეაქცია

მერე ერთ-ერთი ამბობს: პრინციპში, ცუდი არ იქნებოდა მეტ აფროამერიკელთან ყოფნა

"ატლანტა კი არა, თბილისი. ქვეყანას ვგულისხმობ და არა შტატს"

მერე ერთ-ორ დადებით სიტყვას თბილისზე კიდევ ამბობენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც ბელარუსზე კეთდება. ასე თუ ისე, მაინც ერთმნიშვნელოვნად სასიამოვნოა ყველა ქართველის გულისტკივილის მოსმენა ტელეეკრანიდან: ქვეყანა Georgia, და არა შტატი!