ქართულმა ოცნებამ 7 წელში მე-5 განათლების მინისტრი შეცვალა
ქართულის ოცნების მმართველობის შვიდი წლისთავზე მე-5 განათლების მინისტრი შეცვალა. გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძის, ალექსანდრე ჯეჯელავასა და მიხეილ ჩხენკელის შემდეგ თანამდებობა, თითქმის წელიწადნახევრიანი მმართველობის თავზე მიხეილ ბატიაშვილმაც დატოვა. ის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაასახელა. მან განათლება ეროვნულ იდეად გამოაცხადა, თუმცა დღევანდელ მთავრობის წევრებში აღარც ბახტაძე ირიცხება.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყო. მის სახელს უაკვშირდება უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, ასევე, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა. კერძოდ, უნივერსიტეტები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდნენ.
გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი. 2013 წლის მარტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძემ შეცვალა. მინისტრობის კანდიდატად დასახელებამდე სანიკიძე მარგველაშვილის მოადგილე იყო. თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აუდიტორია #115-ის მასშტაბური პროტესტი. აუდიტორია #115 უმაღლესი განათლების სისტემას აპროტესტებდა და თვითმმართველობის არსებული რეფორმის ცვლილებას ითხოვდა. მათი თქმით, უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი ისევ არსებობს და ხელისუფლება უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა.
მომდევნო მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა პოსტს სულ ერთი წელი იკავებდა. მისი ინიციატივები სწავლის პროცესში სახალისო ელემენტების შეტანას, სასკოლო სახელმძღვანელოების შემსუბუქებას, სწავლის პროცესში თამაშების დანერგვასა და დამატებით საგანმანათლებლო გაკვეთილებს უკავშირდებოდა. მინისტრობის დროს, ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ბუფეტებში საკვების კონტროლზე და ჯანსაღი კვების ხელშეწყობაზეც საუბრობდა, ამ ინიციატივას უკავშირდებოდა სკოლებში, დიდ შესვენებებზე ვაშლების დარიგების პროექტიც, რომელიც მისმა შემცვლელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღარ გააგრძელა.
ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, მიხეილ ჩხენკელმა 2017 წლის 13 ნოემბერს შეცვალა. მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, რამაც სკოლებში ბულინგისა და ძალადობის პრობლემა გამოააშკარავა. მიხეილ ჩხენკელს ამ მიმართულებითაც ჰქონდა ინიციატივები, მისი მინისტრობის დროს მანდატურის რეფორმაც განხორციელდა.
დღეს, 7 ნოემბერს გადამდგარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა. ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება:
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის 2018 წლის აგვისტოში სტუდენტების მიღების უფლების შეზღუდვა. ამან მაშინ პირველკურსელების პროტესტი გამოიწვია;
- მისაღემი გამოცდების სისტემის ცვლილება — 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება;
- საპენსიო ასაკის მასწავლებლების შესახებ რეფორმა — პენსიონერი მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ. მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები