ფიბი უოლერ-ბრიჯმა Vogue-სთვის ბალენსიაგას ის კაბა მოირგო, რომელიც ზურაბიშვილსაც მოეწონა

ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი ფიბი უოლერ-ბრიჯი პირველად დაამშვენებს ამერიკული ვოგის ყდას. ვრცელ ინტერვიუში ორი ემის მფლობელი Fleabag-ის მსახიობმა და სცენარისტმა გაამჟავნა, რომ სურს, მის მომავალ პროექტებს უფრო პოლიტიკური და გლობალური ხასიათი ჰქონდეს.
ჟურნალის ფოტოსესიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს შთამბეჭდავი სურათები ახალგაზრდა ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა, ეთან ჯეიმს გრინმა გადაუღო. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ კოსტიუმად უოლერ-ბრიჯმა ესპანური მოდის სახლის, ბალენსიაგას უახლესი მოდელი აირჩია.
ეს კაბა დემნა გვასალიამ ბალენსიაგას გაზაფხული-ზაფხული 2020 წლის კოლექციაში პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.


უფრო კარგად რომ გაგახსენოთ, ეს სწორედ ის კოლექციაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ კედელზე გააზიარა და იკითხა: "რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????"
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები