Georgia Capital უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს
7 ნოემბერს სასტუმრო Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის სექტორში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებასა და უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია m² Group-ის გეგმებზე ისაუბრეს. Georgia Real Estate Holding (GRE) საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას — m² Group-სა და სასტუმროებისა და ტურიზმის მიმართულებებს გააერთიანებს. კომპანია განაგრძობს საქართველოში აქტიურ ინვესტირებას როგორც სასტუმროებისა და ტურიზმის კუთხით, ისე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით.
ამიერიდან m² Group-ის გენერალური დირექტორის პოზიციას შოთა ბერეკაშვილი დაიკავებს. ხოლო Georgia Real Estate Holding-ს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს.
პრესკონფერენციაზე Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში კომპანია ახალი ქართული ბრენდით, Amber Group-ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
Georgia Capital აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორისა და უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებებით, Georgia Real Estate Holding-ის პლატფორმით 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი. მიმაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას", — განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
"როგორც იცით, თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ უბანს უკვე ვაშენებთ, შემდგომი უბანი კი გეგმარების ეტაპზეა. მთლიანობაში, ინოვაციური პროექტების ფარგლებში, 410 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განვახორციელებთ. გამოწვევები საკმაოდ დიდია, თუმცა გვჯერა, რომ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ავითვისოთ უძრავი ქონების ბაზრის ყველა ფუნდამენტური სექტორი.
ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა", — განაცხადა m² Group-ის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
კომენტარები