თიბისი მთის კურორტების განვითარების 3-წლიან გეგმას შეუერთდა
თიბისი საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. მომავალი სამი წლის განმავლობაში მთის კურორტები კვლავ საიმედო პარტნიორთან ერთად განახორციელებს სტრატეგიული გეგმების განხორციელებას.
კომპანია 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. განახლებული ურთიერთობის ფარგლებში, სხვა პროექტებთან ერთად, თიბისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დახვეწაში ჩაერთვება.
კერძო სექტორის და სახელმწიფოს განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი მიმართულებები:
- მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება;
- საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება;
- საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა;
- ონლაინ გაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ვახტანგ ბუცხრიკიძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, თეიმურაზ გამცემლიძემ.
თეიმურაზ გამცემლიძე იმედოვნებს, რომ მომავალი სამწლიანი ურთიერთობის ფარგლებში მთის კურორტების მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის და დამსვენებლებსაც მეტი კომფორტი დახვდებათ:
"სამწლიანი კონტრაქტი საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი ვადა ავიღოთ დიდი პროექტების შესასრულებლად. შესაბამისად, ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ თიბისისთან ერთად უფრო სწრაფად და უფრო მეტი სიახლის დანერგვას შევძლებთ".
პარტნიორობის ფარგლებში უამრავი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, თავის მხრივ თიბისი კი კურორტების პოპულარიზაციის კუთხით კომპანიას წარმატებულ მარკეტინგულ და ციფრულ კამპანიას სთავაზობს.
მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე კომპანია მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს მართავდა. 2014 წლიდან კი ეტაპობრივად კომპანიას მმართველობაში გადაეცა ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი) გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტები. მთის კურორტების განვითარების კომპანია თიბისისთან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
თიბისი კურორტების განვითარების პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ 6 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობის კარგი მაგალითია:
"ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, დღეს კიდევ 3 წლით გავაგრძელეთ ეს ხელშეკრულება. ეს იქნება კარგი მომზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ტურიზმი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, განსაკუთრებით მთის კურორტები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში".
სტრატეგიული თანამშრომლობის მიზანია მთის კურორტების, როგორც ბრენდის, უფრო განვითარება, როგორც ქართველი მოგზაურებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი თანამშრომლობის ფარგლებში ორ მთავარ მიზანს გამოყოფს:
"პირველი არის მთის კურორტების კომპანიის მიზნის პოპულარიზაცია, რადგან მიზანი ძალიან საამაყოა და ასევე გულისხმობს მთის კურორტების ინფრასტრუქტურის მოწყობას. ჩვენ სწორედ ამაში დავუდგებით გვერდში, რომ გავზარდოთ საიმიჯო ფონი მთის კურორტების, როგორც ქვეყნის შიგნით მყოფებისთვის ისე ჩამომსვლელებისათვის.
მეორე, რაშიც დავეხმარებით, გაციფრულებაა. ინოვაციურ მეთოდებს მოვიფიქრებთ იმისთვის, რომ ხალხმა უფრო მარტივად გადაიხადოს ან მიიღოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება. შევქმნით მთის კურორტების ბრენდ მაღაზიას და სხვადასხვა გადახდის მეთოდს, უკვე შექმნილია რამდენიმე და კიდევ დავამატებთ".
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე დასძენს, რომ თიბისისთან თანამშრომლობა ახალი ტენდერის საფუძველზე გადაწყდა:
"მთის კურორტები თიბისისთან მანამდე სამი წელი თანამშრომლობდა, თუმცა გვქონდა ძალიან მკაცრი კონკურენტული შერჩევითობის კონკურსი, გამოცხადდა ახალი ტენდერი, სადაც თიბისიმ გაიმარჯვა".
ალავიძე ამბობს, რომ აქამდე არსებული ციფრული პარამეტრები პასუხობდა წარსულში არსებულ გამოწვევებსა და იმ ტრაფიკს, რომელიც მთის კურორტებში იყო. გაზრდილი მოთხოვნისა და ტურისტების რაოდენობის გამო კი, სიახლეებისა და ეფექტიანობის გაზრდის საჭიროება დადგა:
"დაემატა ძალიან დიდი და ახალი ინფრასტრუქტურა და ეს განვითარება საჭიროებდა დამატებით ახალ პლატფორმას. ამას დაემთხვა ის, რომ თიბისის ჰყავს ძალიან ძლიერი შიდა გუნდი, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზე მუშაობს. მათი გარღვევა და ციფრული პლატფორმა დედამიწის მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გააუმჯობესებს მთის კურორტების მომსახურებას და სერვისებს და ასევე იმ დამატებითი ნაკადების უფრო ეფექტიანად გატარებას, რაც ამ ახალმა ინფრასტრუქტურამ მოიტანა და მომავლის გამოწვევებს ეფექტურად უპასუხებს".
დაარსებიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კი ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას.
ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად, 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ბაკურიანში, ახალი დიდველის ტერიტორიაზე, შენდება სამი ახალი საბაგირო. ეს და სხვა ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შემატებს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულებისთვის.
ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს გაგაცნობთ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები