10 მიზეზი, თუ რატომაა CARU ავტომობილის მოსავლელად საუკეთესო საშუალება
გათენდა. კარგად გეძინა, ამიტომ პოზიტიურ განწყობაზე ხარ და სამსახურში წასასვლელად ენერგიულად ემზადები. ეს იმ იშვიათი დილათაგანია, როცა სახლში ყავის დალევასაც კი ასწრებ და ვინ იცის იქნებ საყვარელი სერიალის ნახევარსაათიანი სერიის ნახვაც კი შეძლო.
კიბეებზე მიუზიკლების მსახიობების მსგავსად ცეკვა-ცეკვით ჩარბიხარ, ალბათ, გულში საყვარელ მელოდიასაც ღიღინებ და აქამდე რომ ნერვებს გიშლიდა, იმ მეზობელსაც კი ხალისიანად ესალმები. მანქანის კარს აღებ, შიგნით ჯდები და ქოქავ...
...მაგრამ მანქანა არ იქოქება. ამ დროს შენს პოზიტიურ სამყაროში მზე ჩადის, ჩიტებიც აღარ ჭიკჭიკებენ ისე ხალისიანად და ისღა დაგრჩენია, თავი საჭეზე ჩამოდო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორი უიღბლო ადამიანი ხარ, ვინაიდან მანქანა გაგიფუჭდა, სამსახურში აგვიანებ და ამის გამო საყვედურიც არ აგცდება.
თუმცა, მოითმინე, იმედებს ნუ გადაიწურავ, რადგან შენთვის კარგი ამბავი მაქვს:
ეს არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, გამოიძახო ავტოასისტენტი, მანქანა მას გადააბარო და სამსახურში მშვიდად წახვიდე.
ახლა კი იმ 10 მიზეზს გიჩვენებ, რომელიც დაგარწმუნებს, რომ შენი ავტომობილის მოსავლელად საუკეთესო საშუალებას გთავაზობ:
1. ზოგავ 8,5 საათს
ჩვეულებრივ, ავტომობილის შესაკეთებლად დაახლოებით 8,5 საათია საჭირო, რაც შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელ დღეს მოიცავს. ე.ი. თუ ავტომობილი გაგიფუჭდება, დღის მნიშვნელოვანი ნაწილი მის შეკეთებას უნდა დაუთმო. თუმცა, CARU-მ ეს დრო 15 წუთამდე შეამცირა და ეს წუთები მხოლოდ მანქანის გატანებისა და დაბრუნებისთვის საჭირო დროა.
2. არ გიწევს ხელოსნის ძებნა
ავტოასისტენტებმა ზუსტად იციან, რომელ ხელოსნებს სად უნდა მიაგნონ. წარმოიდგინე, შენ არ გიწევს მთელი დღის განმავლობაში ხელოსნების ძებნა და ამას შენ ნაცვლად პროფესიონალი აკეთებს.
3. არ გიწევს ნაწილებზე სირბილი დაშლილებსა და მაღაზიებში
გარდა იმისა, რომ ავტოასისტენტმა იცის, სად უნდა მოიძიოს შენი გაფუჭებული ავტომობილისთვის ხელოსანი, მან ასევე კარგად იცის, სად უნდა მიაგნოს საჭირო ნაწილებს, ამიტომ დაშლილებსა და მაღაზიებში დამღლელი სირბილი შენი საზრუნავი აღარ არის.
4. მანქანას ანდობ პროფესიონალს, რომელსაც ვერ მოატყუებენ
რამდენად ხშირად გიგრძვნია თავი მოტყუებულად, როცა საქმე გაფუჭებულ ავტომობილს ეხება? სავარაუდოდ, საკმაოდ ხშირად. თუმცა, გახსოვდეს, რომ ავტოასისტენტი არაკეთილსინდისიერი ხელოსნებისგან გიცავს, ვინაიდან ის საქმის პროფესიონალია და მარტივად ვერ მოატყუებენ.
5. შეკეთებას ცდილობდი და გაგიფუჭდა? სადარდებელი არ გაქვს
ნებისმიერი ადამიანი თანახმაა ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთით ნაკლებ საზრუნავზე. CARU სამსახურთან ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ მოგიგვარებს, მაგრამ ნამდვილად შეუძლია შენს ავტომობილთან დაკავშირებული თავის ტკივილი აგარიდოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ავტოასისტენტს რაიმე ხარვეზი გაეპარება, საქმეში CARU-ს პრობლემური შემთხვევების მენეჯერები ჩაერთვებიან და შესაბამის ზომებს მიიღებენ. თუ რაიმე შეაკეთე და გაფუჭდა, ეს შენი სადარდებელი არაა, ავტოასისტენტი მიხედავს.
6. CARU ყოველთვის დაიცავს შენს ინტერესებს
CARU მიუკერძოებელია. მას არც თავისი სერვისცენტრი აქვს და, უფრო მეტიც - არც ავტოასისტენტები არიან მისი თანამშრომლები. შესაბამისად, CARU ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში შენი და შენი ავტომობილის გულშემატკივარია.
7. CARU-ს ავტოასისტენტები მიუკერძოებლები არიან
იქიდან გამომდინარე, რომ ავტოასისტენტებიც არ არიან რომელიმე მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, მიუკერძოებლები არიან ხელოსნებისა და ნაწილების არჩევისას, რაც დროსთან ერთად ფინანსებსაც დაგიზოგავს.
8. არ ხარ ლიმიტირებული ერთი ავტოსერვისის მომსახურებით
ავტოასისტენტი ყოველთვის იძიებს მომსხურებასა და ნაწილებს საუკეთესო ფასად. გარდა ამისა, ის გითანხმებს ყველა ნაბიჯს და შენთვის მისაღები პირობების საფუძველზე მუშაობს.
9. CARU-ს ლექსიკონში სიტყვა "შეუძლებელს" ვერ იპოვი
აქ არავინ გეტყვის, რომ "რაღაცას" ვერ გააკეთებენ და არც გაფუჭებული მანქანით დაგტოვებენ ქუჩაში. CARU-სთვის შეუსრულებელი მისიები არ არსებობს. შენს მანქანას რაც არ უნდა სჭირდეს, ავტოასისტენტი პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს.
10. მთავარი შენი კმაყოფილებაა
CARU მომხმარებელსა და მის კომფორტზეა ორიენტირებული. ავტომფლობელის კმაყოფილება კომპანიის მთავარი სამუშაო დევიზია.
ბონუსად CARU-ს არჩევის მეთერთმეტე მიზეზსაც შემოგთავაზებთ:
CARU-ს თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსად ძაღლი, სახელად ბიგლუ ჰყავს, რომელიც თავის მოვალეობას არაჩვეულებრივად ასრულებს.
CARU შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა კომპანიაა, რომელმაც საქმისადმი პროფესიონალური და პოზიტიური მიდგომით მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა. მისი დახმარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის მნიშვნელოვნად შემცირება შეგიძლია, რაც თანამედროვე ადამიანისათვის მთავარი გამოწვევაა.
CARU-ს საშუალებით ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის შემცირების საკმაოდ კარგი შანსები გაქვს, ამიტომ გამოიყენე ეს შანსი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები