ასე მგონია, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ — 20 ივნისის ღამეს დაშავებული
31 წლის დავით ფარადაშვილმა 20 ივნისის ღამეს თავში დაზიანება მიიღო. მთავარი არხის ინფორმაციით, თავში ცრემლსადენი გაზის შაშხანის მოხვედრის გამო მას თავისქალის ნაწილი აღარ აქვს და ახლა იმპლანტაცია ესაჭიროება. ამასთანავე, დარღვეული კოორდინაციის გამოსასწორებლად ფარადაშვილი ოთხი თვეა რეაბილიტაციას გადის.
დავით ფარადაშვილი მთავართან ამბობს, რომ მას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს:
"ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე ოთხი თვის განმავლობაში. ოთხი თვეა კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში და რეანიმაციაში ვარ. ასე მგონია, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ".
ფარადაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს ტელევიზორს უყურებდა და აქციაზე თანამოაზრეებთან მივიდა. ის იხსენებს იმ მომენტს, როცა შაშხანა მოხვდა:
"ჩოჩქოლი ატყდა და მარცხენა მხრიდან მომხვდა. გავიხედე თვალებში, დავინახე, რაც მომხვდა. ცრემლსადენი აირის შაშხანა იყო, ბოლსაც უშვებდა, ჯერ ენთო კიდევ წითლად... მახსოვს, რომ დამიბნელდა თვალებში, ძირს დაცემა ვერ მოვახერხე, გვერდით იმდენი ადამიანი იყო. მომკიდეს ხელი, ძირს ვერ დავეცი. წამიყვანეს სასწრაფოების მხარეს".
მისივე თქმით, დარბევაზე პასუხისმგებლობა მაშინდელმა შს მინისტრმა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უნდა აიღოს:
"ელემენტარული, მე რომ ვყოფილიყავი მაგათ ადგილზე, მე რომ მდომოდა აქციის დარბევა, წყლით დავასველებდი ხალხს და "ვსიო"… სველი ადამიანი აქციაზე არ გაჩერდებოდა, რა, არავითარ შემთხვევაში. რა შუაშია ცრემლსადენი გაზი და რეზინის და პლასტმასის ტყვიები? რატომ? როცა არსებობს ბევრად ჰუმანური საშუალება — წყალი. ეს არ არის ჩვენი გამოგონება, და გამოცდილი ხერხია განვითარებულ ქვეყნებში".
დავით ფარადაშვილთან ერთად დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მაკო გომურსა და გიორგი სულუაშვილს, რომელთაც 20 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგეს.
საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები