ჰომოფობიური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი თავისუფლებაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ გალერეას შენობაში შევიდა და ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლა სურს. ის ცდილობს აქ მდებარე კინოთეატრ კავეაში შევიდეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ამბობს, რომ მხარეებს დაპირისპირების საშუალებას არ მისცემს.

"ძალადობა ეს არის, ძალადობა კი არა პირიქით, მორჩილება, მაგრამ წინააღმდეგობაა ძალადობასთან არაძალადობრივი მეთოდებით. ამაზე მეტი ჩვენ არ შეგვიძლია, რას ვიძახით, რომ გამოვრთოთ შტეფსელიდან კინო აპარატი, ხომ არ ვიძახით ვცემოთ, დავხოცოთ", — თქვა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, დააკვირდება როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შესაბამისად იმოქმედებს. მან ასევე მოუწოდა ხალხს, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ და მოითხოვონ ივანიშვილის რეჟიმის დასრულება. ფალავანდიშვილის აზრით, იმ პროცესებზე რაც კინოთეატრ ამირანის გარეთ მიმდინარეობს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.