ტომოგრაფია აჩვენებს, რომ ეკრანთან გატარებული დრო 5 წლამდე ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს
ბოლო ათწლეულში პატარები ეკრანთან უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ. ექსპერტებს კი აინტერესებთ, რა გავლენა აქვს მათ ტვინზე ტელევიზორთან, სმარტფონთან და პლანშეტთან გატარებულ დროს სწორედ ტვინის განვითარების უმნიშვნელოვანეს პერიოდში.
"ესაა პირველი კვლევა, რომელიც ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში", — ამბობს კვლევის ავტორი ჯონ ჰიუტონი, რომელიც ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელია. კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
3-დან 5 წლამდე ბავშვების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს. ახალ კვლევაში ჯამში 47 ჯანმრთელი ბავშვი მონაწილეობდა, მათგან 27 გოგო და 20 — ბიჭი იყო და ისინი საბავშვო ბაღში ჯერ არ დადიოდნენ.
ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს კოგნიტური ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის (AAP) მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს სხვა აუცილებელ ქცევებთან შეფარდებით.
სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ეკრანთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს ატარებენ დღის განმავლობაში, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებადაა განვითარებული. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ენის, საუბრისა და კოგნიტური უნარების განვითარებაზე.
ნაცრისფერი ნივთიერება შეიცავს ტვინის უჯრედების დიდ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც სხეულ გადაწყვეტილებებს იღებს. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისგანმ რომლებიც აკავშირებს ტვინის უჯრედებს ნერვულ სისტემასთან.
"წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი ნივთიერება არის სადენები, როგორიც აქვს ტელეფონს, და ისინი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს უკავშირდება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება", — ამბობს ჰიუტონი და დასძენს, რომ მათი განვითარების დაბალი დონე ტვინის ფუნქციონირებას ანელებს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც რეკომენდირებულზე დიდ დროს ატარებდნენ ეკრანთან და ასევე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ მშობლებთან ურთიერთობის, ტვინის ნაკლებად განვითარებული და ორგანიზებული თეთრი ნივთიერება ჰქონდათ.
სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს.
ჰიუტონის თქმით, კვლევის მიხედვით ბავშვები ეკრანთან საშუალოდ 2 საათს ატარებდნენ. არჩევისას კითხვარი კი ამ ქცევას ერთიდან ხუთ საათამდე ზომავდა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ხშირი ყურება კავშირშია ბავშვების მხრიდან ნაკლები ყურადღების გამოხატვასა და თავისუფალ აზროვნებაში. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო ასევე აჩვენებს ენის სწავლის დაგვიანებებს, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აქვეითებს მშობლისა და შვილის ურთერთობის ხარისხს.
"ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანებთან დიდ დროს ატარებენ, ისეთი ოჯახებიდან არიან, სადაც უფროსებიც დიდ დროს უთმობენ ტელევიზორს. თუ ბავშვი 5 საათს ატარებს ეკრანთან, იმის შანსი, რომ მშობელი 10 საათი აკეთებდეს იგივეს, მაღალია. აქედან გამომდინარე, მათ ერთმანეთთან საურთიერთოდ დრო თითქმის არ რჩებათ", — დასძენს ჰიუტონი.
ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.
ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. ჰიუტონის თქმით, კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი დროის დიდი ნაწილის გატარებას ტექნოლოგიებთან 1 წლის ასაკიდან იწყებს:
"ჩვენს ჩატარებულ რამდენიმე კვლევაში 2-დან სამ თვემდე ასაკის ბავშებს უკვე ტექნოლოგიებთან შეხება აქვთ".
ჰიუტონი დასძენს, რომ ტვინი ყველაზე სწრაფად პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყალიბდება, ამიტომ ეს ასაკი ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია:
"ესაა ეტაპი, როდესაც ტვინი ყველაზე პლასტიურია და გარემოდან ყველაფერს იღებს. ეს აყალიბებს ძლიერ კავშირს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება".
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები