ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს — პატრიარქის პირველი ქადაგება სინოდის სხდომის შემდეგ (სრულად)
სინოდის სხდომის შემდეგ, როცა პატრიარქს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა", ილია მეორემ პირველად იქადაგა. საკვირაო ქადაგებაში მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქართველები ნიჭიერ ადამიანებს პატივს არ სცემენ, ებრძვიან და თრგუნავენ მათ.
- ილია მეორე: სიმდიდრე აცილებს ადამიანს სამარის კარამდე, მთავარი საუნჯე არის ადამიანი
- პეტრესთან მოდიოდნენ, თუ უფალთან — ეპისკოპოსი დამიანე იმ სასულიერო პირებს აკრიტიკებს, ვინც პეტრე ცაავას დაუჭრა მხარი
გთავაზობთ პატრიარქის გამოსვლას სრულად:
"გიფიქრიათ იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი საუნჯე ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე აცილებს ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე.
ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი! დაიმახსოვრეთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი!
ილია ჭავჭავაძემ ბრძანა შესანიშნავი სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება… მე ცოტა სხვანაირად გამოვთვქი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
ადამიანი ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასია. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ღმერთი გვაძლევს ყოველივე სიკეთეს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“… ყოველი ადამიანი განუმორებელია და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომელნიც თავდადებლნი არიან სამშობლოსათვის. სამწუხაროდ კი გვახასიათებს ის, რომ: ჩვენ არ ვაფასებთ მათ, არ გვესმის როგორი დიდი საუნჯეა თითოეული მათგანი. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ–მინისტრი ამბოდა.
ქართველი ადამიანი ხშირად არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორედ, უარყოფს და თრგუნავს, ებრძვის მათ. ასეთი პიროვნებები კი იმიტომ მოგვცა ღმერთმა, რომ ისინი ხალხს დაეხმარონ უფალთან მისვლისათვის.
გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია! ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს, ახლობლებს.
მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. მცნება გვასწავლის: ,"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.“"მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ მათ და სთხოვეთ კურთხევა და იმათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა–კურთხევა თქვენზე და ნიჭი მოგეცემათ ღვთისაგან.
მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი და ეს უნდა დააფასოთ და ნიჭიერ ადამიანს მხარში უნდა ამოუდგეთ.
არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის გამოვლენა. შეიძლება მეცნიერი იყო, ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, შეიძლება ტექნიკაში, შეიძლება სოფლის მეურნეობაში. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს თქვენს ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით.
შეურაცხყოფას ნუ მიაყენებეთ ერთმანეთს, ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს. გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი.
,,წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი დღესასწაული – 100 000 მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი, სასურველია ჩატარდეს დილით წირვა, ხოლო 17:00 საათზე ყველგან, ქალაქებში, – რეგიონებში, სოფლებში ჩატარდეს პარაკლისი 100 000 მოწამისა. 100 000 მოწამე შეგეწევათ თქვენ. მეტეხის ხიდზე, მე თვითონ ვეცდები საღამოს 17:00 საათზე გადავიხადო პარაკლისი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ".
31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".
სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე შეიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა.
ბერებისა და დედაოების ნაწილი ახალ მეუფეს განუდგა მის წირვაზე დასწრებას აღარ აპირებენ.
მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები