ჯანეზაშვილის 10 მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა უზენაესის კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭიროს
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტს განსხვავებულ აზრს წარუდგენს. ჯანეზაშვილი დეპუტატებს წარუდგენს ათ მიზეზს, რის გამოც მათ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭირონ. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, კანდიდატების შერჩევის პროცესში გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, რამაც სიის საბოლოო ფორმირებაზე არსებითი გავლენა იქონია.
"დარღვევებმა არა მხოლოდ დააზიანა შერჩევის პროცესი და მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, არამედ ნათლად წარმოაჩინა სასამართლოს სისტემაში არსებული ე.წ. გავლენიანი ჯგუფის ინტერესები", — აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
- პირველი დარღვევა, რაზეც საბჭოს წევრი საუბრობს, 20 ივნისის ფარულ კენჭისყრას ეხება, როდესაც შემდეგ ტურში გადასული 50 კანდიდატი გამოვლინდა. მისი თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ საბჭოს 10 წევრი სავარაუდოდ წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ მოკლე სიაში 40 კონკრეტული განმცხადებელი მოხვედრილიყო;
- ჯანეზაშვილის აზრით, შემდეგი დარღვევა გამოვლინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის რეგისტრაციისას. არამოსამართლე წევრის მოსაზრებით, მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულო სამი რეკომენდატორისა, მხოლოდ ორი მიუთითა. სწორედ ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე თავიდანვე არ უნდა დაერეგისტრირებინათ;
- მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურაში არ მონაწილეობდა, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მას შენარჩუნებული ჰქონდა საბჭოს მდივნის სტატუსი და აპარატს ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო დეპარტამენტი, რომელიც კანდიდატურებზე ინფორმაციას აგროვებდა. მისივე თქმით, მიქაუტაძის მასალებში ვერ მოხვდა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ის ფ
- კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი საუბრობს, ისევ გიორგი მიქაუტაძეს ეხება. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, გიორგი მიქაუტაძეს, შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაშ ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომლებიც მათ საბჭოში წარმოადგინეს;
- გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს ორ მოსამართლე წევრს, თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდათ. კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი თამარ ონიანის მაზლია, ხოლო კანდიდატი ლევან თევზაძე ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ონიანსა და შენგელიას თვითაცილება არ დაუყენებიათ და საბჭოს წევრების უმრავლესობამ მათი პოზიცია გაიზიარა. ამასთანავე, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკო ლევან თევზაძის ბავშვის ნათლიაა;
- შემდეგი დარღვევა რომელზეც ჯანეზაშვილი საუბრობს კენჭისყრის შედეგების ოქმს ეხება. მისი თქმით, კანონის მიხედვით, შესაბამის ოქმზე საბჭოს მდივანი აწერს ხელს. ჯანეზაშვილის განმარტებით, გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებული იყო, კენჭისყრის ოქმზე ხელი მოეწერა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას, აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, თუმცა რა სტატუსით ან რომელი ნორმის საფუძველზეა უცნობია;
- ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი არაუფლებამოსილი თავმჯდომარე იყო. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან საბჭოს მდივანი. ამ ეტაპისთვის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ხოლო მდივანი თვითონ იყო კანდიდატი. როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, კანონი საბჭოს მდივნის გარდა, თავმჯდომარის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს;
- მერვე დარღვევა ეხება კენჭისყრის პროცედურების განსაზღვრას. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, ორგანული კანონი ავალდებულებდა საბჭოს, წინასწარ განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები, რეალურად ეს ასე არ მომხდარა. საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ საკითხი საბჭოზე დააყენა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს;
- ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია, თუმცა საბჭო ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებდა;
- მეათე და ბოლო დარღვევა ეხება მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევას. ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრების დროს საბჭოს მოსამართლე წევრები, ფაქტობრივად, რეგულარულად არღვევდნენ სამოსამართლო ეთიკის წესებს, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს, თუმცა დამოუკიდებელი ინსპექტორის და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძის მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი არაა.
8 ნოემბერს პარლამენტის იუსრიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობობის ოცივე კანდიდატის მოსმენა დაასრულა. ახლა უკვე არჩევანი დეპუტატებზეა პლენარულ სხოდომაზე რომელ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს და ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები