გრინვეი CITA-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა
ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი გრინვეი CITA-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა. სრულუფლებიანი წევრის დამადასტურებელი სერთიფიკატი გრინვეის გუნდს ბრიუსელში (ბელგია) CITA-ს სათავო ოფისში გადაეცა.
CITA არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც სახელმწიფო და კერძოს სექტორის ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და შესაბამისობის შეფასების სფეროში საქმიანობენ.
ორგანიზაცია აღიარებულია ევროპის საბჭოს, გაეროს ეკონომიკური საბჭოს (WP29), მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ასევე მსოფლიო ბანკის გზებზე გლობალური უსაფრთხოების სამსახურის (the Global Road Safety Facility) და სხვა ორგანიზაციების მიერ.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, CITA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ედუარდ ფერნანდესმა განაცხადა, რომ გრინვეი არის თვასლაჩინო მაგალითი და საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ უნდა დაასრულო უმოკლეს ვადებში ტექინსპექტირების უმსხვილესი ქსელის მშენებლობა, აღჭურვო ევროპული სტანდარტების აპარატურით და დაიწყო გამართულად ოპერირება. მან დასძინა, რომ იმ ქვეყნებისთვის სადაც ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ახლა იწყება ევროპული ქვეყნების გამოცდილება, კონკრეტულად კი გერმანიის მაგალითი ვერ იქნება სანიმუშო მოდელი, რადგან გერმანიაში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 100 წლის წინ დაიწყო. გერმანიის მსგავსად სხვა ევროპულმა ქვეყნებმა დიდი გზა გაირეს მომსახურების იმ სტანდარტამდე მისაღწევად, რასაც ახლა სთავაზობენ მომხმარებელს. საქართველო კი იდეალური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უმოკლეს ვადაში კერძო სექტორის (გრინვეის), სახელმწიფოს და საზოგადოების თანამშრომლობით მიიღო ევროპული სტანდარტის ტექნიკური ინსპექტირების სერვისი.
გრინვეის პარტნიპორი კომპანია “Appluss”, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების დარგში მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოღვაწეობს, ასევე CITA-ს სრულუფლებიანი წევრია.
ორგანიზაციის მიზანია გააუმჯობესოს გზებზე უსაფრთხოება და გარემოზე ზრუნა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და შესაბამისობის შეფასების სფეროში აქტიური მუშაობით.
CITA ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში კვლევებს ატარებს, გამოსცემს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციებს და სტანდარტებს, რასაც იყენებს როგორც წევრი, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები.
CITA-ს აორგანიზებს კონფერენციებს და სემინარებს და ასევე გამოსცემს რეკომენდაციებს შემდეგი მიმართულებებით:
- ტექნიკური ინსპექტირების მეთოდები, სტანდარტები და აღჭურვილობა;
- ხარისხის კონტროლი და აკრედიტაცია;
- ტრეინინგი ინსპექტორებისთვის;
- საინფორმაციო სისტემები ინსპექტირების პროცესის თანმიმდევრულობის და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
გრინვეი ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, კომპანია ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 თბილისშია და 16 საქართველოს რეგიონებში. კომპანია ისეთი რეგიონებისთვის სადაც არ არის სტაციონარული სერვის ცენტრები დამატებით 3 მობილურ სადგურს ფლობს. გრინვეიმ 2018-2019 წელს ტექნიკური ინსპექტირების დარგში განახორციელა 53 მლ ლარის ინვესტიცია და დაასაქმა 341 პირი. გრინვეი CITA-ს სრულუფლებიანი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოდან.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები