საგანგებო მდგომარეობა ვენეციაში — ქალაქს 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა დაატყდა თავს
რამდენიმე საათის წინ იტალიის ქალაქ ვენეციას მისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს, რამაც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა გამოიწვია.
ქალაქის დატბორილ უბნებში წყლის სიმაღლემ 1.87 მეტრს მიაღწია, რაც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამაზე რეკორდული შედეგი მხოლოდ 1966 წელს ფიქსირდება, როცა დატბორვისას წყლის სიმაღლე 1.94 მეტრს უდრიდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთია ქალაქის 78 წლის მაცხოვრებელი, რომელიც წყალში დაზიანებული ელექტროგაყვანილობის მოხვედრამ იმსხვერპლა.
განსაკუთრებული ზიანი მიადგა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე კაფეებს, რესტორნებსა და ტურისტულ ადგილებს - მათი უმეტესობა დაიტბორა და ავეჯის დიდი ნაწილი დაზიანდა.
დატბორვის შედეგად წყლის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნაწილში, წმინდა მარკოზის მოედანზე დაფიქსირდა, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიული ძეგლი - წმინდა მარკოზის ბაზილიკა.
როგორც ცნობილია, ამ ტაძრის არსებობის 1200-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ის მხოლოდ ხუთჯერ დაიტბორა და ამჟამანდილი შემთხვევა მეექვსეა, რაც ამ სიძველის ისტორიულ ძეგლს დიდ საფრთხეს უქმნის.
სამაშველო სამსახურებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა შიშველი ხელებით ცდილობს დატბორილ შენობებში ზარალი შეამციროს.
Twitter-ის ანგარიშზე ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნიარომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"არსებული სიტუაცია მეტად დრამატულია. მთავრობას უკვე ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ზარალი მაინც ძალიან დიდი იქნება. აი, ეს არის კლიმატის ცვლილების შედეგი."
2003 წლიდან ვენეციაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მიზანიც მსგავსი სტიქიებისგან ქალაქის დაცვაა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არაა საკმარისი.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
კომენტარები