ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი? 9 მილიონით იყიდი!
რამდენჯერ გაგიგიათ ფრაზა, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო? ან როგორც სულმნათი Notorious B.I.G. იტყოდა, მო მანი, მო ფრობლემსო?
რა თქმა უნდა, ფულით თავად ბედნიერებას, ანუ გრძნობას, ვერ იყიდი, მაგრამ იყიდი ისეთ რაღაცებს რაც გაგაბედნიერებს. ყველაფერი გაცილებით მარტივი და ნაკლებ ფილოსოფიურია.
ცხადია, ბედნიერების მომტანი რაღაცები, ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამაა, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ და შევადგინეთ უნივერსალური სია, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველა ადამიანს გააბედნიერებდა.
ამისთვის კი გვჭირდება 9 მილიონი. არც მეტი არც ნაკლები.
სახლი
პირველი რაც დაგვჭირდება არის სახლი. რომელ ქალაქში ცხოვრება სჯობს და როგორი ტიპის ბინა და ა.შ. ამაზე ბევრი შეიძლება ვიდაოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პირველი დანახარჯი გავაკეთოთ, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღებ ვარიანტზე და ვიყიდოთ ვილა.
ვილა მთაში სჯობს თუ ზღვასთან, ამაზეც ბევრი შეიძლება ვისაუბროთ.
“აუ, მე უფრო ზღვა!”
“მხოლოდ მთებშია თავისუფლება!”
კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ვყიდულობთ მთის ვილას ზღვასთან ახლოს.
ეს შესანიშნავი ვილა, კუნძულ მალიორკაზე.
4 საძინებლით, აუზით, ბუხრით, სარდაფით და ყველა საჭირო გაყვანილობით და ა.შ. სიმყუდროვეცაა, ბედნიერებაც და თან იმდენი ოთახიც არაა, რომ მთელი სანათესაო და სანაცნობო შემოგეტენოთ. მარტივად ეტყვით, “ვაიმეე! ყველა ოთახი დაკავებულია უკვე. იქნებ შემდეგ წელს?”
ბედნიერების ეს ნაგლეჯი სულ რაღაც: 2 128 655 ლარი დაგვიჯდება.
დაგვრჩა: 6 871 345 ლარი.
მანქანა
ამ სახლში მისასვლელად გვჭირდება მანქანა. შეიძლება მითხრათ, თვითმფრინავი გვჭირდებაო, მაგრამ ეგ არ არის საჭირო ბედნიერებისთვის, ეგ არის უაზრო ხარჯი. ჯობია ბიზნესკლასით ვიმგზავროთ. აი, მალიორკაში ჩაფრენის შემდეგ კი აეროპორტიდან სახლამდე მისასვლელად დაგვჭირდება, კარგი, კომფორტული, თანამედროვე, ლამაზი და ბარემ მწვანე მანქანაც.
Tesla Model S
ბარემ ყველა სპეციფიკაციით, ავტოპილოტით, გაზრდილი ენერგიით - უფრო მეტი რომ ვიაროთ კუნძულის გარშემო - ნისლისთვის სპეციალური სანათებით, მართალია მალიორკაზე არ დაგვჭირდება მაგრამ. იქნება სხვაგან მოგვინდა მისი წაყვანა? ვთქვათ ბრიტანეთში? ჰოდა, იყოს.
ვიღაცა იტყვის ფერარი, პორშე, ლამბორჯინი, ბუგატი ან რამე ეგეთი ვიყიდოთ ჯობიაო, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, ყველაზე “სვეცკი” მანქანა ახლა არის ტესლა. ასე რომ, დამიჯერეთ, ეს სჯობს!
ფასი: 292 792 ლარი.
დაგვრჩა: 6 578 553.
იახტა
რა არის მილიონერობა იახტის გარეშე? არაფერი. თუმცა, მისი არჩევა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ან ზედმეტად დიდია ან ზედმეტად პატარა და ცოტა არაადეკვატური ფასებიც აქვს.
ძებნისას ისიც ვიფიქრე, გავეშვები და იახტის გარეშეც იქნება კაცი ბედნიერი-თქო, მაგრამ იყოს მაინც, ეგდოს.
ბევრი ძებნის შემდეგ, საკმაოდ ნორმალური ვარიანტი ვიპოვე.
ფასი: 1 124 389.
დაგვრჩა: 5 454 164.
ყველაზე საჭირო რაღაცები გვაქვს.
დარჩენილი 5 მილიონ-რაღაცა სად წავიღოთ?
შეგვიძლია ფული დებილურად ვხარჯოთ.
მაგალითად ვიყიდოთ:
909 კგ, ნაყინი
9 მილიონი ხინკალი და მთელს ესპანეთს გავუმასპინძლდეთ
606 ათასი შაურმა და მთელი სტუდენტობა დავაპუროთ, მივცეთ სწავლისა და განვითარების სტიმული და ვაშენოთ ქვეყანა
ლეგოს 118 568 782 ცალი აგური და დავით გარეჯის უდაბნოში ავაშენოთ პირამიდა.
იმიტომ რომ გვინდა!
2 727 082 მეტრი გასახეთქი ბუშტები, დავსხდებით მთელი ერი და დავიწყნარებთ ნერვებს
ან 390 კილო შავი ხიზილალა, გავაკეთოთ გუნდები და დავუშინოთ ვეგანებს
მოკლედ, როგორც ხედავთ ბედნიერება ადვილად მისაღწევია, მთავარია 9 მილიონი გქონდეს!
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
დისკუსია: რას შემატებდით ამ სიას?