არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ
17 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიერ ჩაგდებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პასუხისმგებლობას ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
მათი თქმით, დღეს ჩაგდებული ინიციატივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება, ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი.
"ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა.
"გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით", — აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობოები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საზოგადოება და ბანკები;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
- საქართველოს მედია-კლუბი;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF).
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები