პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს. ამის მიზეზად ის პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს.

"იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როდესაც გუნდს ძალიან ვჭირდებოდით. ბოდიში თქვენთან ყველასთან. ეს გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც გუშინ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის", — განაცხადა მან.

დეპუტატის განცხადებით, მანდატის დატოვებას არ აპირებს, რადგან ეს არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნ

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია.