პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერვერდებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის "გაშავებაც" დაიწყეს
პროსახელისუფლებო და ანტილიბერალურმა ფეისბუქგვერვერდებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის "გაშავებაც" დაიწყეს. ტრადიციულად, ეს ფეისბუქგვერდები რამდენიმე დღის წინ გააქტიურდნენ, როგორც კი საპროტესტო მუხტი გაჩნდა.
თუმცა, განსაკუთრებული აქტივობა დღეს შეინიშნება. რამდენიმე მათგანზე ავრცელებენ ფოტო და ვიდეოკადრებს იმის დასტურად, რომ აქციის მონაწილეები სვამენ და მათ ფულს უხდიან. აქციის მსვლელობისას ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შენიშნეს პროვოკატორები, რომლებიც სასმლის შეგზავნას და სხვა ფორმით სიტუაციის არევას ცდილობენ.
გარდა ამისა, ეს ფეისბუქგვერდები თავს ესხმიან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ქვეყნდება შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები. შეტევის მსხვერპლი გახდა თითქმის ყველა, გარდა პატრიოტთა ალიანსისა, რომელიც დღეს, ასევე, მართვს საპროტესტო აქციას.
პოსტების უმეტესობა გრიგოლ ვაშაძეს ეძღვნება, რომელსაც ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ. ვაშაძემ მართლა მოუწოდა აქციის მონაწილეებს პარლამენტის პიკეტირებისკენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამისთვის გამოყენებული უნდა იქნას "კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი".
ამ ფეისბუქგვერდებზე ევროპული საქართველოს საპროტესტო ჟესტის დისკრედიტაციაც სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსებმა პარლამენტს რუსული ბოქლომი დაადეს. მტკიცებულად კი ვიზუალურად მსგავსი ბოქლომის ფოტო აქვთ აღებული ონლაინ გაყიდვების ვებგვერდიდან.
ტრადიციულია ის ფაქტიც, რომ აქციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ დრონით გადაღებულ კადრებს და ამტკიცებენ, რომ პროტესტს ცოტა ადამიანი გამოხატავს და ისინი საზოგადოების აზრს არ წარმოადგენენ. თუმცა, სხვა ტელევიზიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე ათასობით ადამიანი დგას.
გარდა ამისა, სხვადასხვა ფეისბუქგვერდებზე პოსტების კომენტარებში იწერება ასეულობით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი, რომელთა ნაწილი ტროლებსა და ბოტებს ჰყავს და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებით დასტურდება, რომ აღნიშნული ფეისბუქგვერდები ყველაზე ხშირად კრიტიკულ სიტუაციებში აქტიურდებიან. ისინი ოპოზიციური აზრის მქონე პოლიტიკოსებს ან სხვა პირებს ესხმიან თავს და მათ წინააღმდეგ ერთიან მესიჯს ავრცელებენ.
ზოგიერთ გვერდზე ბოლო აქტივობა მეუფე პეტრეს განცხადებებს ეხება ილია მეორის შესახებ. მაშინ ეს გვერდები იმას ამტკიცებდნენ, რომ მეუფე პეტრე ნაციონალური და ქვეყანაში არეულობა სურს.
გაიგეთ მეტი ტროლებსა და ანტილიბერალურ ფეისბუქგვერდებზე:
გაიგეთ მეტი სინოდის სხდომასა და მეუფე პეტრეს განცხადებებზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები