როგორ მუშაობს პროტესტი
აქვს თუ არა მნიშვნელობა პროტესტსა და საზოგადოებრივ მოძრაობებს? იწვევენ თუ არა ისინი რეალურ ცვლილებებს?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია. ბუნდოვანია, მაგალითად, რამდენად დიდი გავლენა იქონია "ჩაის სმის" მოძრაობამ ამერიკულ პოლიტიკაში მემარჯვენე ღირებულებების წინ წამოწევაზე და რამდენად დიდი როლი შეასრულა ამ ტენდენციის ზრდაში გაცილებით სიღრმისეულმა ფაქტორებმა — რასობრივი ნიშნით სიძულვილის ზრდამ და გლობალიზაციისადმი უარყოფითმა დამოკიდებულებებმა. ზოგჯერ საზოგადოებრივ მოძრაობას ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე იმ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ეს მოძრაობა წარმოშვეს.
მაგრამ იმ შემთხვევებში, როცა სოციოლოგები მოძრაობების გავლენას აშკარად ხედავენ, ისინი, როგორც წესი, ფოკუსირდებიან სამ ძირითად გზაზე, რომელთა მეშვეობითაც ესა თუ ის მოძრაობა ძალაუფლებას იძენს. ეს გზებია: კულტურული, დესტრუქციული და ორგანიზაციული. ცალკე აღებულად, თითოეული მათგანის ეფექტიანობა შეზღუდულია. მაგრამ ის მოძრაობები, რომლებმაც თავის თავში სამივე ფაქტორის გაერთიანება შეძლეს, — როგორც ეს 1950-იან და 60-იან წლებში აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოთხოვნისას მოხდა, — ხანგრძლივი ზემოქმედებით გამოირჩევიან.
სამოქალაქო მოძრაობები კულტურულ ძალას ავლენენ მაშინ, როცა საზოგადოებრივი აზრის, ენისა და ყოველდღიური ქცევის ფორმირებას ახდენენ. მსგავსი მოძრაობის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს ისეთი ახალი იდეების შექმნა, რომლებიც სტატუსკვოს ეწინააღმდეგებიან. ამ იდეათაგან ზოგიერთი ვერ ვითარდება, მაგრამ ზოგი იმ ადამიანებს შორისაც კი ვრცელდება, რომლებიც მოძრაობის წევრები არასდროს ყოფილან. მაგალითად, "ჩვენ 99 პროცენტი ვართ", ამერიკელთა სასაუბრო ენაში ეკონომიკური უთანასწორობის საკითხის პერსონალიზაციის გამომხატველ ფრაზად მას მერე დამკვიდრდა, რაც საზოგადოებრივმა მოძრაობა Occupy-მ მისი პოპულარიზაცია მოახდინა. ამან მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა: როგორც სოციოლოგებმა სარა გაბიმ და ნილ კარენმა 2016 წლის სტატიაში აღნიშნეს, პოპულარულ გაზეთებში ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიძღვნილი დისკუსიების რაოდენობა ამის მერე სამჯერ გაიზარდა.
მაგრამ კულტურული ძალა ყველაფერი როდია. საკამათო საკითხებთან დაკავშირებით ადამიანების დამოკიდებულებათა შეცვლა რთულია. ხშირად მოძრაობა "მრევლისთვის ქადაგებს", ანუ მისი იდეები მხოლოდ იმ ადამიანებამდე აღწევს, რომლებიც მათ ისედაც იზიარებენ. ასევე, მათ, ვინც ეწინააღმდეგებიან მოძრაობის მიზნებს, შესაძლოა, ოპოზიციური განწყობა გაუღრმავდეთ და ეს საპასუხო მტრული რეაქციით გამოავლინონ. გარდა ამისა, ზოგჯერ კულტურული ძალა კი ცვლის გარკვეული საკითხების განხილვის ფორმას ან საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ გრძელვადიანი ინსტიტუციური ცვლილების დამკვიდრებას მაინც ვერ ახერხებს — როგორც ეს მოძრაობა Occupy-ის შემთხვევაში მოხდა.
სტუდენტებმა, რომლებიც 50-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წევრები იყვნენ, პროტესტის ნიშნად სხვადასხვა ბიზნესის ფუნქციონირებისთვის საჭირო სივრცეები იქამდე დაიკავეს, სანამ ბიზნესის მფლობელებმა ამით გამოწვეული ზარალის აღსაკვეთად მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს. 2015 წლის კვლევაში სოციოლოგმა მაიკლ ბიგსმა და კენეტ ენდრიუსმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ტიპის დემონსტრაციებმა მეზობელ ქალაქებშიც კი აიძულეს ბიზნესმენები, მოეხდინათ დესეგრეგაცია, რადგან ისინი პოტენციური პროტესტით გამოწვეული ხარჯების გაღების იდეამ შეაშინა. დესტრუქციული ქმედება მოძრაობის მონაწილეების მხრიდან დასახული მიზნისადმი ერთგულების მაღალ ხარისხსა და შესაძლო რეპრესიებისადმი მზაობასაც გამოხატავს.
დესტრუქციული ძალის სისუსტე იმაშია, რომ ის ხშირ შემთხვევაში კონტრშეტევას იწვევს. ელიტისა და ხელისუფლებისთვის, რომლებიც დესტრუქციული პროტესტის პირისპირ არიან, უპირველეს ამოცანას მისი დასრულება წარმოადგენს. ამისათვის ზოგი მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ზოგი კი პროტესტს ახშობს. არის შემთხვევები, როცა ორივე ხერხს ერთდროულად მიმართავენ. ერთ დღეს ამერიკული ფეხბურთის გუნდის, Dallas Cowboys-ის მეპატრონე, ჯერი ჯოუნსი, სოლიდარობის ნიშნად იმ მოთამაშეების გვერდით ლოცულობდა დაჩოქილი, რომლებიც რასობრივი უთანასწორობისთვის ყურადღების მიქცევინებას ცდილობდნენ. მომდევნო კვირას კი იგი თამაშებში მონაწილეობის მიღების აკრძალვით ემუქრებოდა ყველას, ვინც დაიჩოქა.
და ბოლოს — არსებობენ მოძრაობები, რომლების სიძლიერეც ორგანიზაციულობაზეა დაშენებული. ძლიერი ორგანიზაციები მოძრაობაში დაჟინებული მონაწილეობით პროტესტს მუხტს ხანგრძლივად უნარჩუნებენ. ბოლო წლებში "ჩაის სმის" მოძრაობა კარგი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლია მოძრაობას ორგანიზაციული ძალაუფლების გამოყენება სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. პოლიტოლოგებმა თედა სკოკპოლმა და ვანესსა უილიამსონმა გააანალიზეს, თუ როგორ შექმნეს "ჩაის სმის" მოძრაობის აქტივისტებმა ადგილობრივი ორგანიზაციები; როგორ დაუჭირეს მხარი კანდიდატებს, რომლებიც იზიარებდნენ აღნიშნული მოძრაობის იდეალებს; და როგორ გარდაქმნეს რესპუბლიკური პარტია.
უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციულ ძალაუფლებასაც აქვს თავისი გამოწვევები, რომელთა შორისაც ეფექტიანი მონაწილეობის შენარჩუნებაა. ერთია პერიოდული პროტესტების გამართვა და ფულის შეგროვება; ლიდერების განვითარება და საკანონმდებლო ორგანოებში კავშირების გამყარება კი — მეორე. მაგალითად, უხვი რესურსებისა და ასობით ორგანიზაციის ჩართულობის მიუხედავად, გარემოსდაცვითმა მოძრაობამ ვერ შექმნა ისეთი მუხტი, რომელიც ჩვენ წინაშე მდგარი ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გამოიწვევდა. ეს მარცხი იმ გაცილებით ფართომასშტაბიანი ტენდენციის ამსახველია, რომლის დროსაც დაინტერესებული ჯგუფები მოძრაობაში ჩართულ მხარდამჭერებთან კავშირს მხოლოდ ფულადი სახსრების გაღების თხოვნისას ამყარებენ.
როგორ ახერხებს მოძრაობა, გააერთიანოს კულტურული, დესტრუქციული და ორგანიზაციული ძალაუფლება? ზოგ შემთხვევაში ეს შრომის დანაწევრებით კეთდება. მაგალითად, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერებმა ერთმანეთს დაუკავშირეს უფლებების ენა, პროტესტანტული ეკლესიის სიმბოლოები თუ რიტუალები და განდისეული მიდგომა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისადმი; აქტივისტმა სტუდენტებმა პირდაპირი პროტესტის ხერხს მიმართეს; ფერადკანიანი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შექმნილი ნაციონალური ასოციაცია, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ასობით ადგილობრივ ორგანიზაციასა და ლიდერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტატუსკვოს მხარდამჭერ ძალებს ადგილობრივ ჯგუფებში დაუპირისპირდა და ამისათვის სასამართლო სისტემაც გამოიყენა.
განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ დაგროვილი ენერგიისა და ხელსაყრელი მომენტისაგან სარგებლის მისაღებად ლიდერები და აქტივისტები უნდა ცდილობდნენ, შექმნან ისეთი მოძრაობა, რომელიც თავის თავში ამ სამ ძალას —კულტურულს, დესტრუქციულსა და ორგანიზაციულს გააერთიანებს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები