ჰონგ-კონგში ასობით დემონსტრანტი მეხუთე დღეა კამპუსში, პოლიციის ალყაში რჩება
ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამაგრებული დემონსტრანტები პოლიციის ალყაში არიან. სამართალდამცავები მათ გამოსვლისკენ და დანებებისკენ მოუწოდებენ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დემონსტრანტებს უსაფრთხო გასასვლელი შესთავაზა, თუმცა პოლიციამ მათი მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ყველა, ვინც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეცვლას ეცდება, მეამბოხეების ნაწილად იქცევა", — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა კონფერენციაზე. მისი განმარტებით, ცრემლსადენი გაზის გამოყენების მიზეზი მეამბოხეების მხრიდან კამპუსის დატოვების მცდელობა გახდა. პოლიციელების განცხადებით, მათ ხელში "მოლოტოვის კოქტეილი" ეჭირათ.
კონფერენციაზე პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს — ერთხელ, როცა პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და მეორედ, როცა დაშავებული დემონსტრანტის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ. პოლიციის განცხადებით, გასროლისას არავინ დაშავებულა, თუმცა მათი განცხადებით გასროლილი ისრით დაშავდა პოლიციელი. სამართალდამცავები დემონსტრანტებს სასიკვდილო და ტერორისტულ ქმედებებში ადანაშაულებენ. რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ განაცხადა, რომ კამპუსში წითელ ჯვარს შეუშვებს და დაშავებულ დემონსტრანტებს კამპუსის დატოვების საშუალებას მისცემს.
14 ნოემბრის დილიდან, დემონსტრანტებს საუნივერსიტეტო კამპუსში ბარიკადები აქვთ მოწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის შიგნით 100-დან 1000-მდე ადამიანი იმყოფება. პოლიციამ კვირას დილით შენობაში შეჭრა სცადა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
რამდენიმე საათის წინ პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი მაშინ დააპატიმრა, როდესაც მათ კამპუსის დატოვება სცადეს. ნაწილმა გაქცევა შეძლო. თავდაპირველად პოლიციამ მათ მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენა, ხოლო როდესაც დემონსტრანტები ქოლგებით ცდილობდნენ თავის დაცვას, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
"ისინი გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია კამპუსის დატოვება და გზებსაც გვიჩვენებენ. როდესაც ხალხი გამოდის, მათ აპატიმრებენ. ყველაფერი წინასწარაა მოწყობილი", — ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე და დასძენს, რომ დემონსტრანტებს წყლისა და საკვების მარაგი ეწურებათ, თუმცა დანებებას არ აპირებენ.
გასული კვირა ჰონგ-კონგის რამდენიმეთვიანი პროტესტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ძალადობრივია. პარალიზებულია ქალაქის რამდენიმე დიდი ნაწილი, არიან დაშავებულები და ერთი დაღუპული, რომელიც პოლიციის განცხადებით პროტესტის მონაწილე არ ყოფილა. ამერიკამ ჰონგ-კონგში პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა "გადამეტებულად" შეაფასა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
ჰონგ-კონგის დემოკრატიული პარტიის წევრის განცხადებით, კამპუსში მყოფების უმრავლესობა სტუდენტია, რომელიც არავისთვის ცდილობს ზიანის მიყენებას და სახლში დაბრუნება სურს.
რამდენიმე თვეა ჰონგ-კონგში საპროტესტო მუხტი არ ნელდება. მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება საექსტრადიციო კანონმა გამოიწვია. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბრალდებულების გადაცემას ნებისმიერი იურისდიქციისთვის, რომელთანაც არ აქვს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება, მათ შორის ჩინეთისთვის.
ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და საექსტრადიციო კანონი პარლამენტიდან გაიწვია, თუმცა მოქალაქეები ამჯერად ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ. პროტესტის განმავლობაში ჯამში 11 ადამიანი დაიღუპა. ოქტომბრის დასაწყისში, პროტესტის 7 თვის თავზე ჰონგ-კონგში მთავრობამ ნიღბების ტარება აკრძალა, რაც დღეს სასამართლომ არაკონსტიტუციურად შეაფასა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები