1-8 დეკემბერს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
ტრადიციულად დეკემბრის დასაწყისში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომელსაც წელს საიუბილეო ოცი წელი უსრულდება.
ფესტივალი სტარტს პირველ დეკემბერს აიღებს და რვა დეკემბრამდე გაგრძელდება. პირველ დეკემბერს კინოთეატრ ამირანში 19:30 საათზე ფესტივალი ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის 1929 წელს გადაღებული ფილმით, შანტაჟით გაიხსნება. ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება და მას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით უზრუნველყოფს.
ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია: ფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, წლევანდელი პროგრამა უახლესი გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს. წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსის სახელწოდება PLAY UK იქნება.
ამ ფოკუსის ფარგლებში შემდეგი გამორჩეული ბრიტანული კინოსურათების ხილვა შეგეძლებათ:
- Bait / სატყუარა - Mark Jenkin, UK, 2019;
- Hope Gap / იმედის ნაპრალი - William Nicholson, UK, 2019;
- Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით - Ken Loach, UK/France/Belgium, 2019;
- The Souvenir / სუვენირი - Joanna Hogg, UK, 2019.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა რეჟისორი ფოკუსში, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ერთი კონკრეტული რეჟისორის გამორჩეული ფილმების ჩვენებები იმართება. წელს ამ ფოკუსში ცნობილი მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის შემოქმედება მოექცევა:
- Our Time / ჩვენი დრო (2018);
- Post Tenebras Lux / წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012);
- Silent Light / ჩუმი სინათლე (2007);
- Battle in Heaven / ზეციური ბრძოლა (2005);
- Japan / იაპონია (2002).
თიბისი სტატუსთან თანამშრომლობით თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებლებს საშუალებას აძლევს, რომ წელს ამ ლეგენდარულ რეჟისორს შეხვდნენ.
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში მხოლოდ ეროვნული კონკურსი გაიმართება და ქართული პანორამის ფარგლებში 3 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში ხელი შეუწყოს.
თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადაეცემათ რეჟისორ კარლოს რეიგადასს და ასევე რეჟისორსა და სცენარისტს, ირაკლი კვირიკაძეს.
წლევანდელი ფესტივალის სრული პროგრამა ასე გამოიყურება:
ქართული პანორამა
სრულმეტრაჟიანი ფილმები:
- უარყოფითი რიცხვები – უტა ბერია;
- ჩაისუნთქე, ამოისუნთქე – დიმიტრი ცინცაძე;
- ღორი – გიგა ლიკლიკაძე;
- კომეტები – თამარ შავგულიძე;
- ბოროტმოქმედი – დიმა მამულია;
- ოქროს ძაფი – ლანა ღოღობერიძე.
მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
- მამული – გიორგი სიხარულიძე;
- ცხოველი – ამირან დოლიძე;
- ტრადიცია – იოსებ ბლიაძე;
- თემო – ლაშა ცქვიტინიძე;
- დასასრულის დასაწყისი – გიორგი ქასრაშვილი;
- აცახცახებული გული – ვაჟიკო ჩაჩხიანი;
- სელფი გაზქურასთან –ირინა ჯავახაძე;
- ხმის კონტროლი – გიორგი სულაძე;
- ვიდრე წავიდოდე – ელენა ცაგარეიშვილი;
- მესამე ზედმეტი – ოთარ ბერძენიშვილი;
- კახეთის მატარებელი – ლალი კიკნაველიძე;
- When Money Had Its Body – თამარ მაღრაძე;
- სამაია – ლევან შუბაშვილი;
- უბიუჯეტო ფილმი – ნინა ხატიაშვილი;
- არჩევანი – გიორგი ვარსიმაშვილი;
- მარქსის ქუჩა 12 – ირინა ჟორდანია;
- ხედავ იმას, რასაც მე? – ანანო ბაკურაძე.
დოკუმენტური ფილმები:
- 12 გაკვეთილი – გიორგი მრევლიშვილი;
- მოსავალი – მიშო ანთაძე;
- სანამ მამა დაბრუნდება – მარი გულბიანი;
- სხვა მეზობლები – ნიკა წიკლაური;
- პური და მარილი – სალომე რაზიკაშვილი;
- ღვინის ნულოვანი მერიდიანი – ნანა ჯორჯაძე.
სპეციალური ჩვენებები:
- უჟმური – ნუცა ღოღობერიძე (1934);
- ქორწილი – მიხეილ კობახიძე (1964);
- პასტერნაკი – ნინო კირთაძე (2019).
ქვეყანა ფოკუსში: დიდი ბრიტანეთი
- Bait / სატყუარა – Mark Jenkin, UK, 2019;
- Hope Gap / იმედის ნაპრალი – William Nicholson, UK, 2019;
- Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით – Ken Loach, UK/France/Belgium, 2019;
- The Souvenir / სუვენირი – Joanna Hogg, UK, 2019.
რეჟისორი ფოკუსში: კარლოს რეიგადასი
- Our Time / ჩვენი დრო (2018);
- Post Tenebras Lux / წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012);
- Silent Light / ჩუმი სინათლე (2007);
- Battle in Heaven / ზეციური ბრძოლა (2005);
- Japan / იაპონია (2002).
ევროპული ფორუმი:
- A Voluntary Year / ერთი წელი მოხალისედ – Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019;
- About Endlessness / უსასრულობის შესახებ – Roy Andersson, Sweden, 2019;
- An Officer and a Spy / ოფიცერი და ჯაშუში – Roman Polanski, France/Italy, 2019;
- Atlantis / ატლანტიდა – Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019;
- Commitment / ვალდებულება – Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019;
- Echo / ექო – Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019;
- Freedom / თავისუფლება – Albert Serra, Spain, 2019;
- God Exists, Her Name is Petrunya / ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია – Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019;
- Gundermann / გუნდერმანი – Andreas Dresen, Germany, 2018;
- I Was at Home, But / სახლში ვიყავი, მაგრამ… – Angela Schanelec, Germany, 2019;
- Little Joe / პატარა ჯო – Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019;
- Martin Eden / მარტინ იდენი – Pietro Marcello, Italy/France, 2019;
- Master Cheng / ბატონი ჩენგი – Mika Kaurismäki, Finland/China, 2019;
- Mr Jones / მისტერ ჯონსი – Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019;
- Portrait of a Lady on Fire / ალმოდებული ქალის პორტრეტი – Céline Sciamma, France 2019;
- Synonyms / სინონიმები – Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019;
- The Portuguese Woman / პორტუგალიელი ქალი – Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019;
- The Traitor / მოღალატე – Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019;
- The Truth / სიმართლე – Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019;
- The Whistlers / მსტვენელები – Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019;
- Vitalina Varela / ვიტალინა ვარელა – Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019;
- Young Ahmed / ახალგაზრდა აჰმედი – Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019.
ჰორიზონტები:
- A Dog Barking at the Moon / ძაღლი უყეფს მთვარეს – Xiang Zi, China/Spain, 2019;
- Abou Leila / აბუ ლეილა – Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019;
- Castle of Dreams / ოცნების კოშკი – Reza Mirkarimi, Iran, 2019;
- Chained / მიჯაჭვული – Yaron Shani, Israel, 2019;
- So Long, My Son / მშვიდობით, ჩემო ბიჭო! – Wang Xiaoshuai, China, 2019;
- The Wild Goose Lake / გარეული იხვის ტბა – Yinan Diao, China/France, 2019.
ამერიკები/ Americas
- A Hidden Life / დამალული სიცოცხლე – Terrence Malick, USA/Germany 2019;
- Bacurau / ბაკურაუ – Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019;
- Family Members / ოჯახის წევრები – Mateo Bendesky, Argentina, 2019;
- Genesis / დაბადება – Philippe Lesage, Canada, 2019;
- Ghost Town Anthology / გამქრალი ქალაქის ანთოლოგია – Denis Côté, Canada, 2019;
- Give Me Liberty / მომეცი თავისუფლება! – Kirill Mikhanovsky, USA, 2019;
- Matthias & Maxime / მათიასი და მაქსიმი – Xavier Dolan, Canada, 2019;
- Monos / მონოები -–Alejandro Landes, Colombia/USA, 2019;
- The Farewell / გამომშვიდობება – Lulu Wang, China/USA, 2019.
აპოლო: კინოს მეხსიერება – ბრიტანული რეტროსპექტივა
- Don’t Look Now / არ გამოიხედო! – Nicolas Roeg, 1973;
- Sunday Bloody Sunday / კვირა, წყეული კვირა – John Schlesinger, 1971;
- The Browning Version / ბრაუნინგის ვერსია – Anthony Asquith, 1951;
- The Loneliness of the Long Distance Runner / გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა – Tony Richardson, 1962;
- The Servant / მსახური – Joseph Losey, 1963;
- This Sporting Life / ასეთია სპორტული ცხოვრება – Lyndsay Anderson, 1963;
- Women in Love / შეყვარებული ქალები – Ken Russell, 1969.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები