რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრმა და სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ეს უწყება პოლიტიკური პროკურატურაა. მისი თქმით, პროკურატურამ უნდა აღიაროს, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო.

პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე თემირლან მაჩალიკაშვილსა და სამართალდამცველებს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა.

გარდა ამისა, პროკურატურასთან შეკრებილი პოლიტიკოსები აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ეს უწყება იღებს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილებები უსამართლო და პოლიტიკურია.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელებს პიკეტი მოაწყვეს, რის გამოც დაგეგმილი სხდომები ვერ ჩატარდა. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა აქცია დაშალა და პარლამენტის შესასვლელებს პიკეტი მოხსნა.