რატომ ავლენენ ადამიანები რობოტებისადმი ძალადობრივ და რასისტულ გრძნობებს
ჩვენ რობოტებს ცუდად ვექცევით და ეს პრობლემაა.
ადამიანები ზოგჯერ ძალიან უხეშად ვექცევით რობოტებს. ყოფილა შემთხვევები, როცა ბეისბოლის ბიტებით გვიცემია ისინი, მუშტი დაგვირტყამს მათთვის და თავიც კი მოგვიკვეთავს. მსგავსი სასტიკი მოპყრობა მსოფლიოს ყველა წერტილში ფიქსირდება — ფილადელფიიდან ოსაკასა და მოსკოვამდე.
ეს ბადებს კითხვას: რამდენად არაეთიკურია რობოტებზე თავდასხმა? ზოგიერთი მკვლევარი ამ პრობლემის გადაჭრასა და იმ გზის აღმოჩენას ცდილობს, რომელიც ადამიანებს რობოტებისადი მეტ ემპათიას გაუჩენს.
სამეცნიერო ჟურნალში, Scientific Reports, ივლისში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მარტივი გზა არსებობს. თუ ადამიანს თავზე მოარგებ 3D დისპლეის (ანუ, ფაქტობრივად, მაღალტექნოლოგიურ სათვალეს) და გადაისვრი მას რობოტის სხეულში ისე, რომ სამყაროს მისი პერსპექტივით უყუროს, დიდი შანსია, მექანიკური არსებებისადმი დამოკიდებულებაც შეეცვალოს.
"გადასროლაში ვგულისხმობთ მონაწილეებისთვის ილუზორულად ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ყველაფერს რობოტის თვალით აღიქვამენ; მის თავს ისე გაამოძრავებენ, როგორც საკუთარს; სარკეში ჩახედვისას თავიანთი გამოსახულების ნაცვლად რობოტს დაინახავენ", — განმარტავს კვლევის თანაავტორი ტრენტოს უნივერსიტეტიდან, ფრანჩესკო პავანი, — "რობოტის ადგილას ყოფნის გამოცდილება ექსპერიმენტის მონაწილეებში მათდამი მეტად მეგობრულ დამოკიდებულებას აჩენს".
ეს კვლევა რობოტების უფლებებზე ბოლო დროს შესრულებულ ფილოსოფიურ ნაშრომებს ამდიდრებს და რაღაც ახალს ამბობს მათ მიმართ ჩვენს მორალურ პოზიციაზე. ამ სფეროში მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ თუ ერთ დღესაც ჩვენ ცნობიერი რობოტის შექმნას შევძლებთ, მისდამი ეთიკურად მოპყრობის ვალდებულებაც დაგვეკისრება.
მაგალითად, ფილოსოფოსი პიტერ სინგერი ამბობს, რომ კითხვაზე, მომავლის რობოტებს დადგენილი ეთიკური ნორმების გათვალისწინებით უნდა მოვეპყრათ თუ არა, პასუხი სწორხაზოვანია: თუ ხელოვნური ინტელექტი ცნობიერია, მასზე ეს ნორმები ცალსახად ვრცელდება და თუ არ არის - არ ვრცელდება.
ჩვენი ახლანდელი მანქანები ახლოსაც კი არ არიან ცნობიერების გამომუშავებასთან, თუმცა მათ მიმართ არსებული ეთიკური გაურკვევლობა სულ უფრო საგანგაშო ხდება. ადამიანთა უნდობლობა და ბრაზი რობოტების მიმართ იმდენად რეალურია, რომ ის ზოგჯერ ძალადობრივ ქცევაშიც ვლინდება. ზოგ შემთხვევაში ძალადობას იმის შიში ბადებს, რომ რობოტები სამსახურებს წაგვართმევენ ან ერთ დღესაც ადგებიან და თავიანთი ადამიანი ბატონების წინააღმდეგ გაილაშქრებენ.
რასობრივი და გენდერული კუთხით არსებული მიკერძოებები ასევე აისახება იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით რობოტობეს. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მანქანას საშველად მიმართავენ, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ქალის ხმას, მაგრამ თუ თხოვნაზე უარს იღებენ, ზოგჯერ ძალადობრივად უსწორდებიან მას. ავტორიტეტული განცხადებების მოსასმენად კი კაცის ხმას არჩევენ.
ადამიანებს იმდენად აქვთ ჩაბეჭდილი ცნობიერებაში რასობრივი მიკერძოებები, რომ, როგორც ერთმა კვლევამ აჩვენა, ზოგჯერ თეთრ რობოტებს შავ რობოტებზე უკეთესად ეპყრობიან. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რასისტულ ნიადაგზე თავდასხმის ტენდენციის დასადგენი ტესტი გამოიყენეს: მონაწილეებს საფრთხის დონე როგორც თეთრი და ფერადკანიანი ადამიანების, ისე თეთრი და შავი რობოტების ფოტოებზე დაყრდნობით უნდა განესაზღვრათ და იმ გამოსახულებებისთვის ესროლათ, რომლებსაც საშიშად ჩათვლიდნენ. ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ შავ რობოტებს ბევრად მეტჯერ ესროლეს, ვიდრე მათ თეთრ ვერსიებს.
დღეისათვის, როცა მხოლოდ არაცნობიერ რობოტებთან გვიწევს გამკლავება, შეგვიძლია არ ვინერვიულოთ იმაზე, რომ ჩვენს ქცევას მათზე მავნებელი ეფექტი ექნება. თუმცა ზოგიერთ მკვლევარს ის აღელვებს, რომ მსგავს ქცევას ჩვენზე, ადამიანებზე შეიძლება ჰქონდეს საზიანო გავლენა ზნეობრივი კომპასის მოშლის სახით. თუ ალექსას მსგავს, ქალის ხმის მქონე რობოტ-ასისტენტებზე მივმართავთ გენდერულ საფუძველზე წარმოშობილ აგრესიას ან რასიზმის ნიადაგზე გავუსწორდებით შავ რობოტებს და ამ საქციელის გამო პასუხს არავინ გვაგებინებს, რადგან "ისინი ხომ მხოლოდ რობოტები არიან", ამ ტენდენციას შეუძლია, ქალის ან განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანის მიმართ ძალადობრივი ქცევის წახალისება გამოიწვიოს.
რობოტების მიმართ ზედმეტი ემპათიაც სარისკოა
როდესაც რობოტებთან ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ის ფაქტორი არაა საგანგაშო, რომ მათდამი შეურაცხმყოფელ მოპყრობას ჩვენი ხასიათის ვნება შეუძლია.
ზოგიერთ მკვლევარს უჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ ზედმეტი ემპათია გვაიძულებს, ადამიანებს რობოტები ვამჯობინოთ?
მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრის, კამილ ლანტეინის აზრით, რობოტების მიმართ თანაგრძნობა ადამიანებისადმი ემპათიას ამცირებს, რადგან "სოციალური რობოტებისგან კომპრომისების გარეშე შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც გვსურს. ეს კი სხვა ადამიანებისადმი გულისხმიერი მოპყრობის საჭიროებას აქრობს".
ლანტეინი თავის ნაშრომში ხსნის, რატომ ფიქრობს, რომ ადამიანები რობოტებთან ურთიერთობას ამჯობინებენ:
"სოციალური რობოტი, რომელიც სულ კარგ ხასიათზეა, ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც ვთხოვთ და ყველა შესაძლო ფორმით ერგება ჩვენს მოთხოვნებს, სასურველი რომანტიკული პარტნიორია იმდენად, რამდენადაც არასოდეს იქცევა ცუდად, რაც მის მიმართ ემპათიის გაჩენას აიოლებს.
"ამის შედეგად, ჩვენ, შეიძლება, სხვა ადამიანებისადმი უყურადღებონი გავხდეთ სწორედ იმ მიზეზით, რომ ისინი ზედმეტად ადამიანურები, კომპლექსურები და არაპროგნოზირებადები იქნებიან იმ რობოტებთან შედარებით, რომლებიც ჩვენს ყველა სურვილს უპრობლემოდ დააკმაყოფილებენ".
თუ რთულად დასაჯერებელი ჩანს, რომ ოდესმე ხორცშესხმულ რომანტიკულ პარტნიორს მანქანა შეიძლება ამჯობინოთ, გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ტენდენცია ზოგ ადამიანში უკვე შეინიშნება. მაგალითად, ჩინეთში მილიონობით ქალს აქვს გადმოწერილი აპლიკაცია, რომელიც ურთიერთობაში გამყოფებს ვირტუალურ შეყვარებულთან. ქალებმა იციან, რომ მათი შეყვარებულები დამპროგრამებული მანქანები არიან, თუმცა მაინც ბედნიერად იხდიან ფულს იმ ტკბილი სიტყვების მოსასმენად, რომელთაც მათ "კაცები" ეჩურჩულებიან.
რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ყველაფრისგან? უნდა ვეცადოთ, რომ უფრო მეტი ემპათია გამოვიჩინოთ რობოტების მიმართ? თუ ნაკლები? თუ ემპათიის განსხვავებული ფორმა უნდა გამოვიმუშაოთ? ერთადერთი, რაც ამჟამად ცხადია, არის ის, რომ რობოტები მორალის ნაცრისფერ ზონაში იმყოფებიან. ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და იმედია, რომ ამის გაკეთებას იქამდე მოვასწრებთ, სანამ ჰორიზონტზე ცნობიერი ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები