მაქამდე მიიყვანეთ — როგორ ამართლებს აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი რიჟვაძის რეპლიკას "დაოკებაზე"
ფოტო: პირველი არხი
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე არხის წამყვანს, თეონა ბაკურაძეს ადანაშაულებს იმაში, რომ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "იქამდე მიიყვანა", რომ მან "დაოკებისკენ" მოუწოდა. ახალმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს დაუწუნა.
მისი ინტერვიუდან ირკვევა, რომ ჟურნალისტები კრიტიკულები არ უნდა იყვნენ და კითხვები ისე უნდა დასვან, როგორც "საკუთარ დასთან და ძმასთან".
"ის მაინც შენიანია, რა... ეს მიდგომა უნდა გქონდეს... შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ვისი ბრალია შენია თუ სხვისი", — თქვა რესპონდენტებზე საუბრისას არხის ახალმა დირექტორმა.
მალევე გადაცემაში სტუმრად მისულმა დირექტორმა თავად გადაწყვიტა წამყვანის რესპონდენტად ქცევა და კითხვების დასმა. მას შემდეგ კი, რაც წამყვანისგან პასუხი ვერ მიიღო, ხმის ტონსაც აუწია.
"გამეცი პასუხი", — უყვირა დირექტორმა წამყვანს.
კოხრეიძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ კრიტიკული კითხვებით რესპონდენტები უარს ამბობენ აჭარის ტელევიზიაში სტუმრობაზე და წამყვანმა ყველაფერი უნდა ქნას, რომ მათ "აზრის გამოთქმის საშუალება არ წაართვან".
"შენ უქმნი ისეთ პირობას, რომ არ მოდის გადაცემაში, გიცხადებს ბოიკოტს... მისი ხმა იკარგება", — თქვა დირექტორმა.
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში
ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად ის კანდიდატი აირჩია, რომლის დანიშვნაშიც ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძე აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობას დირექტორის არჩევის სამი უშედეგო მცდელობა ჰქონდა. საბჭო, რომელმაც ახალი დირექტორი აირჩია რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეოთხე კონკურსის მეორე მცდელობაა. პირველი სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეჩერდა. ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებული იყო და მეოთხე მცდელობა ტელევიზიას აღარ უნდა ჰქონოდა. ეს სარჩელი კოხრეიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. ახალი ბორდის არჩევის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ამავე თემაზე: რა ხდება აჭარის ტელევიზიაში — მოკლედ
-
5 მარტივი ჩვევა, რომელიც თავს უფრო ჯანმრთელად გაგრძნობინებს 5 მარტივი ჩვევა, რომელიც თავს უფრო ჯანმრთელად გაგრძნობინებს
-
ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო? ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო?
-
საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის მძიმე დაზიანებას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის მძიმე დაზიანებას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს
გადახედვა
-
RSF: ვგმობთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას RSF: ვგმობთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას
გადახედვა
-
20–21 დეკემბერს Spotlight ბრუნდება — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი 20–21 დეკემბერს Spotlight ბრუნდება — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
-
რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო
გადახედვა
-
PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ — "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი" მიხეილ სააკაშვილი: როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ — "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი"
გადახედვა
-
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
-
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო
-
პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება
გადახედვა
-
TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს
გადახედვა
-
გასტროპროტექტი – თქვენი კუჭის მეგობარი და დამცველი გასტროპროტექტი – თქვენი კუჭის მეგობარი და დამცველი
-
EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
გადახედვა
-
დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ
გადახედვა
-
აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში! აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში!
-
ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება
გადახედვა
-
თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში
კომენტარები