რა თქმა უნდა, განვიხილავთ — ნიკა მელია გირჩის ინიციატივაზე ძალოვანი სტრუქტურების შესახებ
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ არის განიხილოს გირჩის ინიციატივა იმის შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ს წევრები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად არ დაინიშნონ.
"რა თქმა უნდა, ყველა წინადადება იქნება განხილული, მე მჯერა ამის და მე პირადად მოწადინებული ვარ", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მელია განმარტავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მხოლოდ ეს არ კმარა და მნიშვნელოვანია ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებაც.
"შეიძლება გირჩის ან ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი გახდეს პროკურორი ან შს მინისტრი, მაგრამ ვერ გაართვას თავი ისე, როგორც წარმოუდგენია. ამიტომ, უნდა იყოს ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის; სისტემა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ რაც არ უნდა კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდეს მაღალ თანამდებობაზე, უბრალოდ არ გაგიჟდეს და იყოს ფარგლებში მოქცეული", — განაცხადა მან.
გირჩი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით გაერთიანებულ ოპოზიციას სთავაზობს, ივანიშვილს ხელიდან "ხალხის დაშინების მთავარი ბერკეტი" გამოაცალონ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად ენმ-ს წევრები არ დაინიშნონ.
"პრინციპულად მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი ხალხი. ეს არის: პოლიცია, პროკურატურა და სუს. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს; გასაგებია, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ მას; ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ოპოზიცის", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხალხს დაარწმუნებს, რომ ოპოზიციის გამარჯვებას საფრთხე არ მოჰყვება, განხილვის ღირსია.
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
კომენტარები